"ჩამოვალ საქართველოში, თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება და თბილისიდან საჯაროდ განვაცხადებ, რომ აფხაზეთის თვითმარქვია "ავტოკეფალისტებს" მსოფლიო საპატრიარქოდან არ აქვთ მხარდაჭერა. განვაცხადებ, რომ აფხაზეთის ერთადერთი ეპისკოპოსი და პატრიარქი არის უნეტარესი და უწმიდესი ილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი არის ოკუპირებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ უკანონოდ მოქმედებენ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები".