02:09 13.04.2021
ნამოხვანჰესის აქციის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ცოტა ხნის წინ რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები და აჭარიდან ჩასულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას იქსნიუსი ავრცელებს. დაპირისპირების მიზეზი გახდა მოჭიდავე ფირუზ წულუკიძისა და აჭარიდან ჩასული რამდენიმე პირის გამოჩენა, რომელთა აქციაზე ყოფნა რიონის ხეობის დამცველებმა გააპროტესტეს. როგორც ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, ადგილობრივებმა ახალმოსულებს უთხრეს, რომ ისინი კონკრეტულ პარტიას, ნაცმოძრაობას წარმოადგენდნენ და მათი ადგილი იქ არ იყო. „ჩვენ აქ მეჩეთის აშენებას არ ვითხოვთ, ამის თქმა იყო და სამ კაცს ოცი ადამიანი დაგვესხა თავს. რამდენიმეს თავი დაუზიანდა“, აცხადებს ავთანდილ ახვლედიანი.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ფირუზ წულუკიძის სახელი სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების დროს გაჟღერდა, როცა სოფელში მუსლიმი თემის „სოლიდარობის მიზნით“ აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, ფირუზ წულუკიძე იყო, რასაც მალევე მოჰყვა სიტუაციის კიდევ უფრო განწვავება. ფირუზ წულუკიძე 2013 წელს დააკავეს, როცა ის ბათუმში კონსპირაციულ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მკვლელობაში ბრალდებულს მალავდა. იუსუფ ლაკაევს, რომლის ასაყვანად მისულ სამართალდამცველებსაც ლაკაევმა ცეცხლი გაუხსნა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით გასამართლებული ფირუზ წულუკიძის გათავისუფლებას მოგვიანებით საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ახმედ ჩატაევი ითხოვდა ვიდეომიმართვით, რომელშიც ჩატაევი საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობით იმუქრებოდა.

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge