დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში ყოფნისას, საუბარი ჰქონდა ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან 14.04.2021 21:35

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში ყოფნისას საუბარი ჰქონდა ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან. ამის შესახებ კრამონმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ვიოლა ფონ კრამონის თქმით, გიორგი გახარიასთან არ უსაუბრია კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ, მაგრამ არა კონკრეტულ თემებზე, ვისაუბრეთ უფრო ფართე საკითხებზე, თუ რა გეგმები შეიძლება, გააჩნდეს, რა წინადადებები, მაგრამ კონკრეტულზე არაფერზე გვისაუბრია“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. კრამონმა ასევე კომენტარი გააკეთა გახარიას მიერ პარტიის დაარსების გეგმაზე.

​„ადამიანებს თუ სურთ, ახალი პარტია დააარსონ და ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რათა დაძლეული იყოს კრიზისი, თუ გვაქვს სურვილი უფრო ზომიერი ელექტორატისთვის, უფრო ზომიერი პოზიციებისთვის, პროევროპული პარტიის არსებობისთვის, რატომ არ უნდა მოხდეს ეს. ჩემზე არ არის დამოკიდებული ასეთი კომენტარი, ეს არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

 


მარშალპრესი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ