21:54 14.04.2021
შამწყრომი - აი, როგორ ფეთქვას ოთხას წელზე მეტია სადღაც, უცხო ენათა ველზე, ქართული ენის გული! - ნომადი ბართაია

ცნობილი ქართველი მთარგმნელი და პოეტი ნომადი ბართაია საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს და საინტერესო, ემოციურ ამბავს იხსენებს:

 

შ ა მ წ ყ რ ო მ ი

მეგობრებო, დედაენის დღეს დადებულ ამ სტატუსის წაკითხვას ერთი წუთი უნდა.

1970-71 წლებში საბჭოთა კავშირის უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ ისპაჰანის სამშენებლო ცენტრში მივლინებული ვიყავი სპარსული ენის თარჯიმნად, სადაც გავიცანი ფერეიდნელი ქართველი. ვკითხე -რაზე მუშაობ-მეთქი? -შ ა მ წ ყ რ ო მ ა დ ო. რომ ვერ მივხვდი, რაზე მუშაობდა, ვთხოვე სპარსულად ეთქვა, - რ ა ნ ა ნ დ ე ვარო. ყველაფერი ნათელი გახდა, რ ა ნ ა ნ დ ე ნიშნავს მძღოლს და დაუმატა - შ ო ფ ე რ ი ვარო. მაშინ, როცა ფერეიდნელს ორი ტერმინი აქვს მ ძ ღ ო ლ ი ს აღმნიშვნელი, სპარსული რ ა ნ ა ნ დ ე და საერთაშორისო - შ ო ფ ე რ ი, საიდან რამ ამოაჩხრეკინა შ ა მ წ ყ რ ო მ ი? აღმოსავლეთ საქართველოში ახლაც „შ ა უ წ ყ რ ე ბ ა“ ტრანსპორტის (ურმის...) ცოცხალ გამწევ ძალას (ხარ-კამეჩს...) გლეხკაცი. აი, როგორ ფეთქვას ოთხას წელზე მეტია სადღაც, უცხო ენათა ველზე, ქართული ენის გული!

გილოცავთ დედაენის დღეს!

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge