დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

შვეიცარია, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირეა, უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა, 10-ჯერ მეტი სიმძლავრით, ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია - პაატა ცინცაძე 15.04.2021 22:17

პაატა ცინცაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი:


ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი. მაგალითად, შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35 000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია. ასევეა ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და ა.შ. შვეიცარიაში 600-ზე მეტი დიდი და საშუალო ჰესია, აქედან 350-ზე მეტი - წყალსაცავიანი მარეგულირებელი. გარდა ამისა, ქვეყანაში არის 1000 მიკრო და მცირე ჰესი და რაც მთავარია, 25-ზე მეტი 100 მეტრზე მაღალი კაშხალი. ასეთ კაშხლებს შორის ყველაზე მაღალია 284-მეტრიანი გრანდ დიქსენის კაშხალი, რომელიც ჩვენს ენგურის კაშხალზე მაღალია.
იაპონიის სეისმურ, გეოლოგიურ სირთულეებზე ლეგენდებია, მაგრამ უკვე ფუნქციონირებს 3000 - ზე მეტი ჰიდროსადგური და კაშხლიანი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დღესაც გრძელდება. ცალკე მინდა, შევჩერდე მცირე ჰესებზე, რომლებიც ასევე შეტევების სამიზნეა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ევროპისკენ, საითაც მივისწრაფვით, 21 800 მცირე ჰესია და უმეტესი მათგანი კონცენტრირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია -7512, იტალია - 2427, საფრანგეთ - 1935, შვედეთი- 1901 და ა.შ. ამ ბოლო დროს ხშირად გაიგონებ, რომ განვითარებული მსოფლიო კაშხლიან ჰესებს აღარ აშენებს, რაც არ არის სიმართლე. ჰესებს დღესაც ყველა ქვეყანა აშენებს, ვისაც ამის რესურსი დარჩა და გააჩნია. მაგალითად ნორვეგიაც გამოდგება, რომელიც დღესაც აგრძელებს ჰიდროსადგურების მშენებლობას და ეს, როდესაც ჰიდრორესურსი 93% ით აქვს ათვისებული. ბოლო 30 წელიწადში (1990-2018) ენერგეტიკის საერთაშორის სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში ჰიდროენერგიის წარმოება 30%- ით გაიზარდა 514 ტერავატსაათიდან 674 ტერავატსთამდე. მათ შორის, შვეიცარიაში ზრდა იყო 30% (10 ტერავატსთ), ავსტრიაში - 32% -ით (12 ტერავატსტ), ხორვატიაში - 50%-ით (2 ტერავატსთ), საქართველოში კი - მხოლოდ 17% (1.3 ტერავატსთ.)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ