22:56 15.04.2021
საქართველომ აშშ-ს და კოალიციას, საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის ფორმით, 8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია - ირაკლი გოგავა

 ირაკლი გოგავას პოსტი:

 

 

აშშ-ს და კოალიციას ავღანეთიდან ჯარები გაჰყავს. იქ განლაგებული ქართული სამხედრო კონტიგენტიც გამოდის. 2004 წლიდან დღემდე ავღანეთში 20,000-ზე მეტი ქართველი სამხედრო იყო მივლინებული, საიდანაც, სამწუხაროდ, 32 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა.
დიდია საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში. არსებული სტატისტიკით გამოდის, რომ წელიწადში საშუალოდ 1200 ქართველი სამხედრო მოსამსახურე 17 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ავღანეთში. აშშ-ს ერთი ამერიკელი ჯარისკაცის საზღვარგარეთ მისიაში ყოფნა და მისი უზრუნველყოფა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მისიაში წელიწადში 400,000$-დან 2,1 მლნ. დოლარამდე უჯდება. ცხადია, სამხედრო სპეციალისტებს უფრო დეტალური დათვლაც შეუძლიათ, თუმცა მინიმალური მონაცემით რომ ვიანგარიშოთ, საქართველომ აშშ-ს და კოალიციას საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის ფორმით $8 მილიარდის დახმარება გაუწია. სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვოთ ჩვენებს!
ამას გარდა, ქართველი სამხედროები სხვადასხვა დროს იყვნენ და არიან საერთაშორისო მისიებში:კოსოვოში, მალიში, ერაყში, ცენტრალური აფრიკის რესპუბიკაში.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge