01:06 16.04.2021
როგორ გაუთავისუფლებთ სომხურ-რუსულ კონსორციუმს ბაზარს საქართველოში? რაც უფრო ადრე მიხვდება ამას გამოქლიავებული "გიჟ-ვრაცუა", მით უკეთესი - მირიან ყარაულაშვილი
მირიან ყარაულაშვილის პოსტი:

ე ბიჯო, რა თქმა უნდა, უნდა გააჩეროთ ნამახვანის ჰესების მშენებლობის პროექტი და სულაც უნდა გაანადგუროთ ის! აბა, მაშ სხვანაირად როგორ გაუნთავისუფლებთ სომხურ-რუსულ კონსორციუმის ატომურ ელექტროსადგურს გამომუშავებული ენერგიის რეალიზაციის( გაყიდვის) ბაზარს საქართველოში???? ესაა ზუსტად ის ამოცანა და მიზანი, რომლის ამოხსნაც და მიღწევაც დაუგეგმეს ე.წ." ხეობის მცველთა" ლიდერშიფს რუსულმა სპეცსამსახურებმა სომხეთის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად!!! ჩვენი, საქართველოს ხარჯზე უნდათ მიიღოს ყარაბახის "დაკარგვის" სამაგიერო კომპენსაცია სომხეთმა და რუსეთისგან!!! ესაა მათი ამოცანა! ამას ემსახურება ნამახვანის ჰესების მშენებლობის დაბლოკვის თავგანწირული მცდელობები!!! რაც უფრო ადრე მიხვდება ამას გამოქლიავებული "გიჟ-ვრაცუა" - მით უკეთესი იქნება მისთვისაც პირადად და ქვეყნისთვისაც!!!

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») დაიბეჭდა სტატია სათაურით „ცოტა ატომური დენი თუ გაქვთ? // რუსეთმა სომხეთში შეიძლება ახალი ატომური ელექტროსადგური ააშენოს“, რომელშიც საქართველოს მეზობელი სამხრეთკავკასიური ქვეყნის ატომური ენერგეტიკის პერსპექტივაა მიმოხილული (ავტორი - პოლინა სმერტინა). სომხეთი, რომელიც ადრე თავს არიდებდა რუსული დიზაინის მქონე ახალი ატომური ელექტროსადგურის (აეს) მშენებლობის საკითხში მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ახლა უკვე ამ მიზნით მოლაპარაკებას იწყებს. ახალი სადგური საჭიროა ძველის ჩასანაცვლებლად, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ყავლი დიდი ხნის წინ გაუვიდა, „შენახვის ვადა“ მაინც გაგრძელდა. მეწამორის აეს-ის 407 მეგავატის სიმძლავრის მქონე ენერგობლოკი, საბოლოოდ, 2036 წელს უნდა დაიხუროს. ახალი აეს-ის მშენებლობის ღირებულება 3-7 მილიარდ დოლარს აღწევს. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge