დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთს არც ომის თავი აქვს და არც პუტინის - ვაჟა შუბითიძე 16.04.2021 11:38

რუსეთი დღეს ამთავრებს ჯარების თავმოყრას (110 ათასი ჯარისკაცი) უკრაინის გარშემო. თუ ერთ კვირაში ომი არ დაიწყო, ჯარი გახრწნას(სოფლებში ქურდობას, ლოთობას და ქალების ძებნას) იწყებს,"- ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში აცხადებს.

 

მისი თქმით, მასშტაბური ომი გამორიცხულია - სამჯერ მეტი ჯარი უნდა გყავდეს მოწინააღმდეგეზე, რომ წარმატებას მიაღწიო.

 

"რუსეთს არც ომის თავი აქვს და არც პუტინისა და ოლიგარქებისთვის (განსხვავებით სტალინისაგან) მოიკლავს ივანი თავს. იქნება "უგრაზე დგომა"(1480 წ.) მცირე პროვოკაციებით და აღდგომისთვის რუსები კუდამოძუებულები გაბრუნდებიან შინ (არჩევანი არა აქვთ- აშშ-მ ხაფანგი დაუგო უკრაინაში -იომებენ დამარცხდებიან, არ იომებენ მაინც წააგებენ). ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ რუსეთზე სერიოზულად აღარავინ დადებს ფსონს - მალე აეშლებათ ქვეყანაც. საქართველო ყველა შემთხვევაში მოიგებს და ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, რუსული გავლენა შესუსტდება, ნაცები პარლამენტში შევლენ, გახარია სერიოზულ პარტიას ვეღარ გააკეთებს, დაიწყება სასამართლო-პროკურატურის, საარჩევნო სისტემის რეფორმირება, ამის შემდეგ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს(ოცნება ამაზე დაიყოლია აშშ-მ), "- აცხადებს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ