დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს - The Times 16.04.2021 12:46

ბრიტანული წამყვანი გაზეთი „თაიმსი“ («The Times») აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „თაიმს“-ის ხედვა: უკრაინა - ცხელი წერტილი. ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“, რომელშიც საუბარია რუსეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობის მიზეზების - რუსული ჯარების თავმოყრის მოტივებისა და სიტუაციის განვითარება-განმუხტვის შესაძლო სცენარების შესახებ.

 

გთავაზობთ ბრიტანულმა „ბი-ბი-სი“-ს მიერ მომზადებულ სტატიის მოკლე შინაარსს:

 

„გაზეთი მიმდინარე მოვლენების გამომწვევ რამდენიმე მიზეზს ასახელებს - დაწყებული იმით, რომ კრემლის მოქმედება ვლადიმერ პუტინის მიერ ჯო ბაიდენის პოლიტიკის „შემოწმება-გამოცდას“ ნიშნავს და დამთავრებული იმით, რომ კრემლი კიევზე ზეწოლას იმიტომ ახორციელებს, რომ ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის მოთხოვნებს დათანხმდეს. ამით ხდება რუსეთის მოსახლეობის ყურადღების გადატანა შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან. 

 

„სხვათა შორის, არის ბევრი კარგი არგუმენტი იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინი არ მოისურვებს ამ სამხედრო ესკალაციის ღია ომში გადაზრდას’, - წერს „თაიმსი“, - იმიტომ, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება ან მის საზღვრებს დაარღვევს, ეს გამოიწვევს ნატოს გააქტიურებას, განმტკიცდება ნატოს ევროპელი წევრების ურთიერთობა აშშ-სთან, უფრო მეტად გართულდება ევროპის ისედაც რთული ურთიერთობა რუსეთთან და ალბათ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც დღემდე გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მომხრეა, მასზე საბოლოოდ უარს იტყვის“.

 

გაზეთი მოუწოდებს დასავლეთს ისე იმოქმედოს, რომ რუსეთს უკრაინაზე სავარაუდო თავდასხმა რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს, ასევე დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას არმიის გაძლიერებაში. „თაიმს“-ის რედაქცია ხედავს, რომ დღეს ვლადიმერ ზელენსკი ცუდ დღეშია ჩავარდნილი: მისი იმედები რუსეთთან პროგრესის მიღწევაზე გაფერმკრთალდა, ნატოს მაინცდამაინც დიდი სურვილი არ აქვს უკრაინა თავის წევრად მიიღოს, არ სრულდება პრეზიდენტის დაპირებაც კორუმპირებულ ელიტასთან ბრძოლის შესახებაც.

 

„გარდა ამისა, დასავლეთმა უნდა გააფრთხილოს ვლადიმერ ზელენსკი, რომ მან არ განახორციელოს პრევენტიული თავდასხმა, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს“, - წერს გაზეთის რედაქცია და ასკვნის: „თავშეკავება ერთნაირად არის როგორც კიევის, ასევე მთელი მსოფლიოს ინტერესებში“.

 

წყაროები: https://www.bbc.com/russian/news-56754725

https://www.thetimes.co.uk/article/the-times-view-on-tensions-between-russia-and-kiev-flashpoint-ukraine-bzzz9lrq8

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ