დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

იმედია ამერიკას ეკონომიკურ სანქციებს არ გამოუცხადებენ?! - ამირან სალუქვაძე 16.04.2021 14:09

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება:

 

"მათრახის და თაფლაკვერას კლასიკური მაგალითია ბაიდენის მხრიდან. ჯერ 10 დიპლომატი გააძევა, სანქციები დაადო სუვერენულ ვალს, საგანგებო გამოაცხადა, მერე გამოვიდა სიტყვით და რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე ისაუბრა, შეიარაღების კონტროლის, ირანის ბირთვული პროგრამის, პანდემიის და უსაფრთხოების სხვა საკითხებში. შეხვედრასთან დაკავშირებითაც იმედი გამოთქვა.


რუსეთიც, ალბათ, დიპლომატებს გააძევებს, უკრაინის მიმართულებით უფრო დაძაბავს.


იმედია ამერიკას ეკონომიკურ სანქციებს არ გამოუცხადებენ?!


მე-3 მსოფლიო ომის პროგნოზისტებს, ფელგენგაუერის თამადობით, რიგში ჩადგომა მოგიწევთ.


უკრაინის თემას რაც შეეხება, წინა პოსტებში რაც დავწერე, ჯერ იმ აზრზე ვარ.


რუსეთის ხელწერაა, მეტი უნდა წაიღოს, რათა ნაკლები შეირჩინოს. ყირიმს დონბასის ნახევარი მიაყოლა, ომი გააჩაღა, რადგან სავაჭრო თემად ყოფილიყო. ყირიმის თემა დახურა. ჯერი დონბასზეა. ახლაც იგივე ხერხს მიმართავს, თუ საჭიროდ ჩათვალეს, ძალით, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პროგნოზირება უფრო მკითხაობა იქნება, თუ ძალით არა, გააგრძელებენ სხვა მეთოდებით, რასაც ახლა ჰიბრიდულ შეტევებს ეძახიან.


ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ