დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი - ლევან ნიკოლეიშვილი 20.04.2021 12:21

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა რომ ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან (და სავარაუდოდ ვერც ვერასოდეს ვერ ჩაჯდებიან!), უნდა აღინიშნოს, რომ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. ეს ყველაფერი კი, საკმაოდ სერიოზულად იქნა აღქმული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მიერ.


რაც, შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თუ, რა თქმა უნდა, სურვილი აქვს, რომ "პროდასავლური იმიჯი" შეინარჩუნოს, თუ არა და მარგინალური კლასტერისა და პრორუსული იმიჯი გარანტირებული აქვს, ამჯერად და საბოლოოდ უკვე ევროპასა და ამერიკაშიც.


p.s. არ დამიწყოთ ახლა თავში ქვა უხლიათ ნაცებსო, თავში ქვაც და აგურიც ნახალი აქვთ უკვე, მე ჩემს მოკრძალებულ ანალიზს ვაკეთებ თუ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს..."- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ