დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

შარლ მიშელმა სარისკო ძალისხმევაში გამარჯვება მოიპოვა - უცხოური პრესა 20.04.2021 13:52

როგორც ცნობილია, 19 აპრილს საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა - როგორც მმართველმა, ასევე ოპოზიურმა ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს  ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე სახელწოდებით „საქართველოს წინსვლის გზა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმება შედგა.


ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი ეს მნიშვნელოვანი მოვლენა უცხოურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც გააშუქეს.


ბელგიის გამოცემა „პოლიტიკო“ («Politico»), რომლის რედაქცია ბრიუსელში იმყოფება, აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირის შუამავალთა მცდელობა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანის მიზნით: შარლ მიშელმა სარისკო ძალისხმევაში გამარჯვება მოიპოვა“ (ავტორი - დევიდ ჰერზენჰორნი).


პუბლიკაციაში ასახულია სიტუაცია საქართველოს საშინაოპოლიტიკური კრიზისის შესახებ: მიმოხილულია შეთანხმების მიღწევის წინა მცდელობები და ბოლო ძალისხმევა, რომელიც წარმატებით დასრულდა. სტატიაში ასევე გადმოცემულია შეთანხმების ძირითადი დებულებები.


„შარლ მიშელი, რომლის ინიციატივიტაც ეს სარისკო საშუამავლო პროცესი დაიწყო მისი თბილისში ვიზიტის დროს გასული თვის დასაწყისში, მიესალმა ამ წარმატებას და განაცხადა, რომ ამ ფაქტით საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის წინსვლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს... ის, რომ ქვეყანა ჩიხურ სიტუაციას გაუმკლავდა, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონულ კონტექსტით. ეს კრიზისის მოგვარების ნამდვილ ევროპულ წესს წარმოადგენს“, - ნატქვამია პუბლიკაციაში.


„მართლაცდა შეთანხმებაში, რომელიც ევროპული საბჭოს სულისკვეთებით და შემოქმედებითი მიდგომით იქნა შემუშავებული, ბევრი სხვადასხვა მექანიზმია გამოყენებული საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით“, - აღნიშნავს ავტორი. ერთ-ერთი ასეთ პუნქტს წარმოადგენს, ის რომ „ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ [ექვივალენტურ] შედეგს გამოიღებს“.


„სწორედ სიტყვები „ექვივალენტური შედეგი“ არის ის აშკარა მინიშნება პრეზიდენტის შეწყალების შესაძლებლობაზე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის განცხადება განაპირობა. იგი მზადაა ამ საკმაოდ სკანდალური გადაწყვეტილების მისაღებად, რათა კრიზისი დასრულდეს და ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, - ხაზს უსვამს ავტორი.


და რას აკეთებს ამ დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?


ნიკანორ მელიას პარტიამ უარი განაცხადა შეთანხმების ხელმოწერაზე, ანალოგიურად არის განწყობილი პარტია „ევროპული საქართველოც“, რომლის ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეტანხმება უარყოფიტად შეაფასა. ამასთან, ამ ორივე პარტიის ზოგიერთმა წევრმა მაინც გადაწყვიტა  ინდივიდუალური წესით დათანხმებოდა დოკუმენტს, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ისინიც შევლენ, - აღნიშულია სტატიაში.


წყარო: https://www.politico.eu/article/eu-brokers-deal-to-end-political-deadlock-in-georgia/

 

მოამზადა - სინონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ