16:52 04.05.2021
ვშიშობ, ეს ამნისტიის კანონი საქართველოს სახელმწიფოს ღირსებას არ მატებს - დავით ზარდიაშვილი

ვშიშობ, ეს ამნისტიის კანონი საქართველოს სახელმწიფოს ღირსებას არ მატებს, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.



"დიახ, პოლიტიკური კრიზისი ამ ეტაპზე თითქოს განიმუხტა, მაგრამ საკიხთავია - რის ხარჯზე?! არც საერთაშორისო თვალსაზრისით არაფერია საამაყო: რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველომ თითქოსდა ევროკავშირის დომინიონობა მოწყალებასავით მიიღო: გარეშე თვალისთვის თვალსაჩინოა, რომ სამარცხვინო შინააშლილობის გამო ქვეყანა ეროვნული სუვერენიტეტის მძიმე ტვირთს ვერ ზიდავს და ევროკავშირს თხოვს უზენაესი მსაჯულისა და მომრიგებლის „სუვერენული როლი“ ითამაშოს არა იმდენად გარეშე საფრვშიშობ, ეს ამნისტიის კანონი საქართველოს სახელმწიფოს ღირსებას არ მატებს. დიახ, პოლიტიკური კრიზისი ამ ეტაპზე თითქოს განიმუხტა, მაგრამ საკიხთავია - რის ხარჯზე?! არც საერთაშორისო თვალსაზრისით არაფერია საამაყო: რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველომ თითქოსდა ევროკავშირის დომინიონობა მოწყალებასავით მიიღო. გარეშე თვალისთვის თვალსაჩინოა, რომ სამარცხვინო შინააშლილობის გამო ქვეყანა ეროვნული სუვერენიტეტის მძიმე ტვირთს ვერ ზიდავს და ევროკავშირს თხოვს - უზენაესი მსაჯულისა და მომრიგებლის „სუვერენული როლი“ ითამაშოს არა იმდენად გარეშე საფრთეებისგან დაცვის, რამდენადაც შიდა პოლიტიკური წესრიგის რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც შენარჩუნებისთვის!



ცხადია, ევროკავშირის კონსტიტუცია დომინიონ ქვეყნებს არ ითვალისწინებს, არადა, თავად ჩვენ - დომინიონებივით ვიქცევით, ხოლო სრულუფლებიანი წევრობა კი გვსურს! სინამდვილეში კი ელემენტარულია: არც ერთი სუვერენული ქვეყანა, ამბოხებულებისთვის, სანამ ისინი უპირობოდ არ დანებდებიან, ამნისტიას არ დათანხმდება! დომინიონობის შემხთვევაში კი ორივე - ხელისუფლებაცა და ამბხოებული ოპოზიციაც უზენაესი მსაჯულის ჰეგემონურ ნებას უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს.


დასკვნა მარტივია: თუ ევროკავშირის წევრობა გვსურს და არა დომინიონობა, ჯერ ეროვნული სუვერენიტეტის მძიმე ტვირთის ღირსეულად ტარება უნდა შევძლოთ. ეს კი არსებული შინააშლილობისას - წარმოუდგენელია.

 

აგერ, ამ სამარცხვინო კრიზისის გამო, რუსებსაც მიეცათ მორიგი სალაპარაკო და ნიშნის მოგებით გვეტყვიან: ჩვენ გვლანძღავთ, მაგრამ, ამას კი არ იმჩნევთ - „უფროსი ძმის“ გარეშე თავის გატანის შნო რომ არა გაქვთ, მაინც კარგ პატრონს რომ ეძებთ და ნეტაი რატომ გგონიათ, ჩვენზე უკეთესს ვინმეს რომ იპოვითო?! დაახლოებით ასე გვიყურებენ და ზოგჯერ, აუცილებელიცაა მტრის ავი თვალითაც შევხედოთ ხოლმე საკუთარ თავს. ისე მწარე რეალობას ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ და ფუჭი ოცნებების ამარა იქნებ ამიტომაც ვრჩებით..." - წერს ზარდიაშვილი.




ავტორ(ებ)ი :