21:38 04.05.2021
გივი გაბლიანი, გერმანიის არმიის ობერლეიტენანტი
გივი გაბლიანის დაჯილდოვების ცერემონია გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდების მინიჭების გამო.25 ოქტომბერი.1944 წელი.გივი ეგნატეს ძე გაბლიანი - სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი. დაიბადა სვანი საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში. სწავლობდა მედიცინას თბილისში,შემდეგ მიუნხენში. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. მიიღო გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდება და 1943 წ. დაინიშნა აბვერის ქართული ბატალიონის „ტამარა-II“-ის მეთაურად. მისი მეცადინეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ომის შემდეგ გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასახლდა ნიუ ჯერსიში, სადაც 1987 წლამდე ექიმად მუშაობდა. გაბლიანის ვრცელი მოგონებები მეორე მსოფლიო ომზე ქართულად ითარგმნა და გამოიცა 1998 წელს. გაბლიანს ცოლად ჰყავდა (1945 წლიდან) ქართველი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის გრიგოლ ალჩიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (1919—2006). მათი შვილები: გრიგოლი, ვერა და ეთერი აშშ-ში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
ფოტო გიორგი მამულიას ალბომიდან.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge