საქართველოში ცხოვრება ერთ თვეში კიდევ უფრო გაძვირდა - რატომ იმატებს ფასები? - ინტერვიუ ლადო პაპავასთან

ქვეყანაში პროდუქტებსა და მომსახურებებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. ფასების ზრდა დაადასტურა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც და განსაზღვრა, რომ აპრილში წლიური ინფლაცია 7,2% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9% შეადგინა.


ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ცვლილებაზე გავლენა იქონია პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდამ. 2020 წელთან შედარებით ფასები გაზრდილია სამომხმარებლო კალათაში შემავალ თითქმის ყველა კომპონენტზე. ფასები, განსაკუთრებით, ბოლო ერთ თვეში გაიზარდა, რასაც “საქსტატის” მონაცემებიც აჩვენებს.


გასულ წელთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ქვეყანაში 3%-ით გაძვირდა. ამავე ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. უფრო კონკრეტულად, ზეთი 40% არის გაძვირებული, შაქარი - 12%-ით, ყავა და ჩაი - 10,1%, თევზეული - 9.4%, პურ-პროდუქტები კი - 6%-ით, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 6.1%-ით. გაძვირებულია რძე, ყველი და კვერცხი, ასევე, ხორცი და ხორცპროდუქტებიი (4.6%). 


ფასების ზრდა შეეხო სატრანსპორტო მომსახურებასაც. 2020 წელთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 12.4%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. ასევე, მოქალაქეებმა ფასების ზრდა განსაკუთრებით იგრძნეს ელ.ენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზე, რომელიც წინა წელთან შედარებით  7.1%-ით გაძვირდა.(იხ. დანართი).


ფასების მატება, ასევე, შეინიშნება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე, საყოფაცხოვრებო საგნებზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ასევე, გართობაზე.


ეკონომიკურ კრიზისს, მთავრობა მსოფლიო პანდემიასა და დაწესებული შეზღუდვებს უკავშირებს, ადგილობრივი წარმოება გაზრდილ ფასებს კი, ნედლეულის გაძვირებით და ლოგისტიკის გართულებით ხსნის იმის მიუხედავად, რომ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნულ ვალუტაში აქვს.


რატომ ძვირდება ცხოვრება, რა ფაქტორებით აიხსნება გაზრდილი ფასები და რა ბერკეტები გააჩნია მთავრობას ფასების დასარეგულირებლად, - ამ საკითხზე, ჯორჯიან თამსს ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა:


- რას უკავშირდება სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ყოველდღიური ზრდა? (განსაკუთრებით, ბოლო ერთ თვეში, რაც, საქსტატის მონაცემებმაც აჩვენა).


ეს ძალიან მარტივად ახსნადია. საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია Covid-19-ის გავრცელებით. კრიზისის დროს,  პროდუქციის მიწოდება მცირდება, მიწოდების შემცირების კვალობაზე კი ფასები იზრდება. ახლა რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამი თვით, წიწიბურას ექსპორტი აკრძალოს. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო ბაზარზე წიწიბურას მიწოდება შემცირდება და ფასები გაიზრდება. ეს მარტო წიწიბურასთან კი არაა დაკავშირებული, ეს ყველა საქონელზე ასეა. ნახეთ როგორი სიტუაციაა: როცა კრიზისული ვითარებაა, მოსახლეობის შემოსავლები მცირდება.  შემცირებული შემოსავლებით ძირითად აქცენტს აკეთებენ კვების პროდუქტებზე, მათ მომარაგებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, მოთხოვნა იზრდება და კრიზისის გამო მიწოდება მცირდება და შესაბამისად, ფასები ძვირდება. ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენს სურსათზე ფასების ზრდა და ეს ჩვეულებრივი ახსნადი მოვლენაა.


- როგორ აფასებთ რუსეთი მხრიდან წიწიბურას ექსპორტის შეწყვეტის ფაქტს და არსებობს თუ არა საქართველოში მისი იმპორტის ალტერნატიული გზები?


რუსეთმა იმიტომ გადაწყვიტა ექსპორტზე აკრძალვა დაეწესებინა, რომ მას თვითონ აქვს კრიზისული ვითარება. პანდემია გლობალურია, ეკონომიკური კრიზისი გლობალურია, ამიტომ, რუსეთს საკუთარი მოსახლეობის გამოკვების პრობლემა თავად აქვს. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, მათ იმ რაოდენობის წიწიბურა არ აქვთ, რომ ექსპორტზეც გაუშვან. ამიტომ, ისინი ქვეყნის შიგა მოხმარებისთვის ბაზარს ხურავენ. ბუნებრივია, რომ ყველა ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოსახლეობასა და ამომრჩეველზე ფიქრობს. რაც შეეხება საქართველოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობით იმპორტის დივერსიფიკაცია მოხდება. ვნახოთ, რამდენად ადეკვატურად მოხდება რუსეთის ჩანაცვლება. რუსეთს წიწიბურასთან დაკავშირებით, ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი წილი ჰქონდა. შესაბამისად, მისი შევსება შეუძლებელი იქნება, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს ხანებში წიწიბურაზე ფასი მოიმატებს. რაც უკვე შემოტანილია საქართველში, ხომ აქვთ უკვე ინფორმაცია, რომ მეტი ვერ შემოვა, ამიტომ, რაც არის, იმის ფასიც გაიზრდება. 


- რა ბერკეტები გააჩნია მთავრობას ფასების დასარეგულირებლად და რამდენად სწორად მუშაობს ამ მიმართულებით? 


მთავრობას აუცილებლად სასურსათო უსაფრთხოების თემაზე აქცენტების გაკეთება სჭირდება. სადაც ეკონომიკური უსაფრთხოება კოვიდპანდემიის პირობებში გახდა პრიორიტეტული, ერთ-ერთი არის სასურსათო უსაფრთხოება. იმ ათწლიან გეგმაში, რომელზეც მთავრობა მუშაობს, ვიმედოვნებ, რომ შემუშავებული იქნება ძალიან მოკლევადიანი ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც, უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურების წარმოების განვითარებას.


- ინფლაციის მაღალი დონის არდაშვებაზე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან ამ მიმართულებით? 


ეროვნულ ბანკს არაფერი შეუძლია, ამიტომ, სწორედ ეს პასუხისმგებლობა არასწორადაა ფორმულირებული. მე დიდი ხანია ვიძახი, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს მარტო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დამოკიდებული, ეს შეცდომაა... ეროვნულ ბანკს რა შეუძლია, ქვეყანაში წიწიბურას იმპორტს განახორციელებს? არც არაფერი შეუძლია… ამიტომ, ეს მიდგომა, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობისთვისაა განსაზღვრული, მცდარია. ამას მსოფლიო წამყვანი ეკონომისტები იძახიან და საქართველო ამის დადასტურების კონკრეტული მაგალითია. 


- მინდა შევეხოთ მთავრობის ინიციატივას, რომელიც, ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის სფეროშო დასაქმებული პირების ჩართვას გულისხმობს. როგორ ფიქრობთ, ეს ინიციატივა იმუშავებს ქვეყნის ეკონომიკაზე?


ეს ძალიან კარგი ინიციატივაა თუნდაც იმიტომ, რომ რაც მეტი ადამიანი იქნება ქვეყანაში ვაქცინირებული, ვირუსის გავრცელების მით ნაკლები საფრთხე იქნება. შესაბამისად, მაღალი ალბათობა იქნება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდეს. რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, აქ ბევრი რამე დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, საიდანაც პოტენციური ტურისტი უნდა წამოვიდეს. იქაც ხომ კრიზისია, ექნებათ იმის ფული, რომ სხვაგან წავიდნენ დასასვენებლად?! ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუმცა, იმ ნაბიჯს, რაც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ტურისტულ სეგმენტში ვაქცინაციის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით, მივესალმები. მაგრამ არ უნდა ვიყოთ იმი ილუზიით, რომ ეს გადაწყვეტს ყველაფერს. ამან შესაძლოა ვერ გადაწყვიტოს, ვინაიდან, ბევრი რამ დამოკიდებულია იმ ქვეყნების მდგომარეობაზე, საიდანაც პოტენციური ტურისტი უნდა შემოვიდეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, - მთავარია, ეპიდემიის გავრცელება შეიზღუდოს. ამიტომ, რაც მეტი აიცრება,მით უკეთესი...


- სწორედ ამიტომ, ჩაკეტილი საზღვრების, დაკეტილი გასართობი დაწესებულებებისა და რესტორნების ფონზე, რამდენად სწორია, რომ მთავრობა ტურიზმის სექტორის გახსნაზე ამყარებდეს იმედს?


რაც შეეხება რესტორნების საქმიანობას, ეს ყველაფერი გონივრულ ჩარჩოებშია მოქცეული, იმისათვის, რომ ეპიდვითარება დარეგულირდეს. ხომ ხედავთ, როგორ იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი?!  ახლა ტურიზმის განვითარებაზეა ფიქრი საჭირო, თუ იმაზე, რომ ხალხს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ?!  საერთოდ, ვიდრე პანდემია არ დასრულდება, ტურიზმის განვითარებაზე ფიქრი ილუზიურია. როგორ შეიძლება, პანდემიის პირობებში ტურიზმი განვითარდეს?! ეს ინიციატივა არის ნაბიჯი, რომ იქნებ რამე მოძრაობა დაიწყოს, თორემ ახლა პანდემიის დროს თქვენ სადმე აპირებთ ტურისტულად წასვლას? მე არ ვაპირებ, არა მარტო იმიტომ, რომ ფული არ მაქვს, არამედ, არ მინდა გავრისკო. მაგრამ, მეორეს მხრივ, თუკი ვინმეს მაინც აქვს მოგზაურობის სურვილი და ფული, ამის შესაძლებლობა ექნება. ეს ინიციატივა კი, არ არის ტურიზმის აღორძინებისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს ემსახურება იმას, რომ ტურისტს ჰქონდეს რაღაც მცირედი ამოსუნთქვის შესაძლებლობა, მეტი არაფერი.

 

 

/თათია შაიშმელაშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019