დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მსოფლიოში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 4%-ით შემცირდა - ჯანმო 12.05.2021 13:44

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი -2 738 957 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 5%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 423 438 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ტოლია, მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები 334 784 ახალი შემთხვევით, წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 3 %-ითაა შემცირებული, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი თურქეთი ( 166 733 ახალი შემთხვევა) და არგენტინაა (140 771 ახალი შემთხვევა).

 

ამავე ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 4%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ