დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

2012 წელს საპარლამენტო არჩევნები წმინდა ბიძინას ხსენების დღეს დანიშნეს, „ოცნების" დასასრულის დღე კი 15 მაისამდე ზუსტად 41 დღით ადრე დააანონსეს - დავით ქართველიშვილი 15.05.2021 17:06

დავით ქართველიშვილის პოსტი:
გლავკანალის სენსაციური ინფორმაციიდან დღეს ზუსტად 41 დღე გავიდა. საერთოდ მათი აგდებული დამოკიდებულება რიცხვების სამყაროსთან ზოგადად, და კერძოდ ნუმეროლოგიასთან - ცნობილი ამბავია. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები წმინდა ბიძინას ხსენების დღეს დანიშნეს, "ქართული ოცნების" დასასრულის დღე კი 15 მაისამდე ზუსტად 41 დღით ადრე დააანონსეს - 4 აპრილს. რა გაეწყობა...
ჩვენ კი გავიხსენოთ 41 დღის წინანდელი დაპირებები, სიტყვა-სიტყვით გავიხსენოთ:
""ლელოს" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტებმა 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრას თითქმის ყველა პარტიის ლიდერი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ დაანონსდა, რომ 15 მაისის აქციისთვის ინტერპარტიული შტაბი შეიქმნება.
ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისინი მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ დედაქალაქსა და რეგიონებში. მათივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით უცვლელია.
ოპოზიციამ 15 მაისს მასშტაბური აქცია მას შემდეგ დააანონსა, რაც მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშალა".
ახლა კი გავარჩიოთ:
✓ მასშტაბური აქციაო - არალი
✓ ყველა პარტიის ლიდერიო - სადღაა
✓ ინტერპარტიული შტაბიო - ფანჩატურს გინდა ეგრე ლამაზად დაარქვი, მაინც პოლიტიკური ზღრენსაცავი გამოვა
✓ რეგიონებში შეხვედრებიო - კარფურიდან 13 კილომეტრში ვერ ჩამოვიდნენ ძეგვში, ალბათ უშბაზე ადიან ეხლაც ჩრდილოეთის ფერდობიდან
✓ უცვლელიაო პოლიტპატიმრები და ვადამდელიო - და "ვადიან" პარლამენტში შესვლაზე ერთმანეთს ერთმანეთზე დაბიჯებით ასწრებენ
✓ მოლაპარაკება ჩაშალაო ოცბებამ - ხელმოწერებზე პასტა ვერ გააგდებინა მიშელმა ხელიდან
მაგრამ! არც იმ ჩემი თანამოაზრის ღლიცინს ვიზიარებ, ვინც 15 მაისის გრანდიოზულ აქციას უკვე დასრულებულად ან არშემდგარად აცხადებს, მაშინ - როდესაც 15 მაისის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე საათია დარჩენილი. და არც რეგიონებში იხურება ჩვენი შესასვლელი კარები, სანამ "ინტერპარტიული შტაბი" - შალვა ნათელაშვილი და თაკო ჩარკვიანი, ჯერ კიდევ პოლიტიკურ "სვაბოდაზე" არიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ