ქართული ტურიზმი 2021 წლის ზაფხულში: რისი ცოდნაა აუცილებელი მოგზაურებისათვის 24.05.2021 12:48

ყაზახეთის ტელეკომპანია „ხაბარ-24“-ის («Хабар-24») ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოში ტურიზმის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ტელეჟურნალისტი იულია ტუჟილკინა საუბრობს ქვეყნის ეკონომიკის ამ დარგში არსებული სირთულეების შესახებ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით, რომლის ტექსტური ვერსია ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „ქართული ტურიზმი 2021 წლის ზაფხულში: რისი ცოდნაა აუცილებელი“.

 

„საქართველოში, სადაც ყაზახები ხშირად დადიან დასასვენებლად, ტურიზმის რენიმირებას მთელი ძალებით ცდილობენ. 2020 წლიდან დაწყებული კორონაკრიზისის გამო ტურიზმის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 90%-ით შემცირდა. ჩვენი თბილისელი კორესპონდენტი გვიამბობს, თუ რა მდგომარეობაა ტურიზმის მხრივ სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკაში და რა უნდა იცოდნენ საქართველოში სამოგზაუროდ წამსვლელებმა.

 

იულია ტუჟილკინა, კორესპონდენტი:

 

„საქართველოში მთელი ძალები ეკონომიკის, კერძოდ, ტურიზმის გადარჩენისთვისაა მობილიზებული. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ კოვიდ-შეზღუდვები შეარბილა - ღია ტერასიან რესტორნებს მუშაობა გამოსასვლელ დღეებშიც შეუძლიათ. შემცირდა კომენდანტის საათის ხანგრძლივობაც. უცხოური ტურიზმისათვის ქვეყნის გახსნას ემსახურება ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯიც - ტურიზმის სფეროს მუშაკების მასობრივი ვაქცინაცია, რის შემდეგაც ტურიზმის ობიექტები უსაფრთხოების სტატუსს მიიღებენ, მათი რეკლამირება საერთაშორისო დონეზე მოხდება. ჯერჯერობით სასტუმროები ყველა რეგულაციის გათვალისწინებით მუშაობენ - პირბადეებით, დისტანციით, ტესტებით და ვაქცინაციის პასპორტებით“.

 

საბა ციმაკურიძე, სასტუმროს წარმომადგენელი:

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციის კამპანიას და მოუთმენლად ველოდებით აცრების დაწყების შესაძლებლობას. სასტუმროში 18 თანამშრომელი გყვავს, ცხადია, აცრები ყველას ჩაუტარდება. გასულ წელს დახურვა მოგვიწია, ახლა კი უკვე ერთი თვეა ვმუშაობთ. გვაქვს 52 ნომერი, თუმცა მათგან მხოლოდ 10 დაკავებული. ბოლო დროს კლიენტების რაოდენობა მატულობს, ასევე იზრდება მსურველთა რიცხვიც: ნელ-ნელა „იჯავშნება“ ნომრები მომავალი თვისთვის. „ჯავშნები“ უმეტესად ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდანაა“.

 

იულია ტუჟილკინა, კორესპონდენტი:

 

„საქართველოს საჰაერო საზღვარი მარტიდანაა გახსნილი. პირველი ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანას უკვე 220 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც, მართალია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდზე 90%-ით ნაკლებია, მაგრამ ბევრად უკეთესია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტული სფერო  კრიზისადან გამოსვლას ცდილობს: იხსნება რესტორნები, მუშაობას იწყებენ ტურფირმები... მოკლედ, თბილისის ძველ უბნებში უკვე გამოცოცხლება იგრძნობა.

 

ალია აიტბეკოვა ყაზახეთიდან საქართველოში კოვიდ-პასპორტით ჩამოვიდა - იგი ამბობს, რომ მოგზაურობა ასეთი „მოწმობით“ უფრო ადვილია, არ არის საჭირო თანხების ხარჯვა კოვიდ-ტესტირებაზე“.

 

ალია აიტბეკოვა, ყაზახი ტურისტი:

 

კოვიდ-პასპორტის უპირატესობა ისაა, რომ პანდემიის დროს საზღვარზე გადასვლა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შესაძლებელია, იზოგება დანახარჯებიც ტესტის ჩატარებაზე. მაგალითად, ჩემი მეგობარი, რომელსაც კოვიდ-პასპორტი არ აქვს, ფულს ხარჯავს ტესტისათვის, როცა საქართველოში ჩამოდის, მე კი - არა“.

 

იულია ტუჟილკინა, კორესპონდენტი:

 

„საქართველოში ნოსტალგიით იხსენებენ ტურისზმისათვის რეკორდულ 2019 წელს, როცა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ხოლო დარგის შემოსავლები 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიმდინარე 2021 წელს ქვეყნის ხელისუფლებას, ვაქცინაციის ტემპების ზრდისა და შემზღუდავი ზომების შერბილების გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს, რომ 2019 წლის მაჩვენებლების 25%-ს მიაღწიოს“.

 

წყარო: https://24.kz/kz/zha-aly-tar/lemde/item/475509-gruziya-kovidke-bajlanysty-engizilgen-komendantty-sa-at-ua-ytyn-ys-artty

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები