დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ისინი მუდმივად ცდილობენ ჩემს ტელეფონში შემოძრომას - მიხეილ სააკაშვილი 02.06.2021 22:07

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უშიშროების სამსახური მისი ტელეფონის გატეხვას ცდილობს.

 

 

როგორც მიხეილ სააკშვილი "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარში" ამბობს, საქმე ეხება e mail-ზე გაშვებული ვირუსს, რომლის საშუალებით შესაძლებელია სატელეფონო საუბრებსა და მიმოწერას დანახვა.

 

 

"თბილისიდან უშიშროება ცდილობს ჩემი მობილის გატეხვას. ისინი მუდმივად ცდილობენ ჩემს ტელეფონში შემოძრომას. მერე ტელეფონი მეუბნება, იყო მცდელობა თქვენს "ექაუნთში" შესვლის და მერე მაჩვენებენ თბილისიდან დუშეთს შორის. არ ვიცი, თბილისიდან დუშეთს შორის რა სადგური აქვთ... რაში იხდის ივანიშვილი ფულს, როგორი რაღაცაა, თუ e mail-ს გახსნი, შიგნით არის ვირუსი და ამ ვირუსით ხედავენ შენს სატელეფონო საუბრებს, მიმოწერას და ა.შ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ