20:41 11.06.2021
ეს არის მაგალითი სხვა პირებისთვის, რომ არ შეიძლება ცოდნის არმქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე - ირაკლი კასრაძე
„საქპატენტის“ თანამშრომელი, ირაკლი კასრაძე, რომელმაც თავის დროზე სამსაურის უფროსი მინდია დავითაძე თანამშრომლების უფლებების დარღვევასა და ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა, პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მან გაიმარჯვა მედროვეებთან ბრძოლაში:

მოკლედ, გაიმარჯვა სამართლმა, ჩემმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. სხვადასხვა ინტიტუტების ჩართულობის შედეგად საქპატენტის თავმჯდომარე გაუშვეს სახლში. ეს არის მაგალითი სხვა პირებისთვის, რომ არ შეიძლება ცოდნის არ მქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე.
რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი და ნათია მეზვრიშვილის 30 მეგობრის და ახლობლის დასაქმებით და ბიუჯეტის ფულის უაზრო ფლანგვით. თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მინდია დავითაძე, რომელსაც საქპატენტის შენობაში ყოფნის უფლებაც აღარ აქვს დღეიდან აპირებს თავის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოჩენას ჟურნალისტების დახმარებით. თუმცა ეს იქნება უბრალოდ სასაცილო, მათთვის ვინც იცის ეს ისტორია, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა და სხვა მრავალი საბუთი. 
ასევე, ბრძოლა არ დასრულებულა, სამართლიანობის საბოლოოდ აღსადგენად წინ კიდევ ორი სასამართლო და გამოძიებაა. მადლობას გიხდით ყველას ვინც გვერდში მედექით!!! P. S. უპრინციპო მედროვეებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს ეს შემთხვევა!!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge