დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

ავდექი, ამოვბეჭდე დიდი ასოებით „ამ სახლში ცხოვრობს მტრედების მკვლელი", მივაწერე მისი სახელი და გავაკარი 9-ვე სართულზე - ის ბიჭი მეტად არ მინახავს აივანზე 11.06.2021 23:22


ანა მიქაძის სულისშემძვრელი პოსტი:
ერთი სადარბაზოს იქით ხდებოდა ეს ამბავი.... აივანზე გამოდიოდა და მტრედებს აჭმევდა დაფშვნილ პურს.
ხშირად იწმენდა ხელისგულებს, უოფლიანდებოდა და ეწეპებოდა პურის ნაფხვენები..
მუდმივი გუგუნი, კუკუნი, ღუღუნი ისმოდა იმ აივნიდან-გსმენიათ მტრედები როგრო დაგოგავენ და ღუღუნებენ მოგუდულად?.
ოღონდ იყო ერთი ხმა, რომელსაც ვერ მივაწერდი მტრედების ხმას - ეს დამპურებელი ბიჭის ხმა იყო ..
ამ სიცილს. ამ მოგუდულ სიცილს, რომელიც გუგლის ხმას უფრო გავდა ვიდრე მტრედის, ვიდრე ადამიანის , ასიათას ხმაში გამოვაჩევ ოღონდ გადმოცემას არ შემიძლია,,
-
წარმოიდგინო უნდა როგორ კივის ჩუმად გულში გუგული და გესმის გუგუ - გუგუ ოღონდ ეს სიცილი ,, ბიჭის ხორხში ჩაბუდებული და ნება- ნება გამოშვებული სიცილი იყო.
კარგი ორკესტრი იქნებოდა მისი და მტრედების გუგუნი ხანდახან მეზობლის გინებას რომ არ გადაეფარა..
-ნუ უყრი შე შობელძაღო ამ ნაფხვენებს, გადამაჯვეს თავზე ამ დედა მოხნულებმა შენი და ამათი შიშით სარეცხი ვერ გამიფენია.
არ ვიცი ბიჭი რას უშლიდა, მაგრამ მტრედები მართლა ასკორავდნენ ავი მეზობელს , ზედ და შიგ , გაფითქინებულ ზეწრებზე და საცვლებზე.
რატომ მიხაროდა მისი სარეცხის დაბინძურება...
გინების ხმაზე ბიჭი სახლში შეილალებოდა და ლანდს ტოვებდა აივანზე ,ლანდს რომელსაც მე ვხედავდი..
მესმოდა მე კედლის, სამი ფენა კედლის მიღმა ,გუგულის -გუგუ კუკუ კუკუნი. კი, ეს სიცილი ნამდვილად კუკუნი
იყო, მოგუდული კუკუნი- გიჟი ბიჭის, რომელსაც გარეთ არ უშვებდნენ და ეს აივანო იყო მისი წილი დედამიწა.
ხმა, რომლმაც მე იმ დილას აივანზე ვააკუუმის ამომდგებივით გამომაგდო ბიჭის ღმული იყო.
ქვედა მეზობლის, გამჭვირვალე, ნახევარ ტერასულ სახურავზე ათმადე მტრედი უსულოდ ეყარა და ბიჭის დედა ცდილობდა , იატაკის ჯოხით ეზოში გადაყრას..
რამდენიმე ცალი იმ მეზობლის მოღიავებულ აივნის ნაწილში ჩავარდა. ხმაურით და ზათქით. იმანაც მოისროლა ეზოში დ ა უგულოდ..
ორ დღე ტრაბახობდა, რომ ბოლო მოუღო გიჟი მეზობლის დაპურებული მტრედების სკინტლაობას თავის გამჭვირვალე სახურავზე,
კარგად დ ააპურა მოწამლული მარცვლებით..
მე მესმოდა ეს ტრაბახი.
ავდექი და A 3 ქაღალდზე ამოვბეჭდე დიდი ასოებით 38 იანი ფონტით..
"ამ სახლში ცხოვრობს მტრედების მკვლელი -"
მივაწერე მისი სახელი და გავაკარი 9 -ვე სართულზე მშვიდად ა და აუღელვებლად გავაკარი.
მის კარზეც.
დედამისმა ავინიდან ჩუმად დამიქნია ერთხელ თავი და მოიმადლობა.
ეს იყო მომადლობება .. ჩუმი და მტკივნეული..
მე ის ბიჭი მეტად არ მინახავს მას მერე აივანზე
მაგრამ როცა წლების მერე ,
ჩემი შვილის მოგდული გუგული პირველად გავიგონე, გამახსენდა....
მას მერე იმ გუგულის და იმ მტრედების გუგუნ კუკუნ ღუღუნს ყოველდღე ვისმენ ჩემს აივანზე , ჩემს სახლში და სამზარულოში და ჩემი შვილის საძინებლიდან. მტრედები არ გვყავს......

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ