დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მივესალმები ასეთ აქტიურ საგარეო პოლიტიკას, ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონში - ამირან სალუქვაძე 12.06.2021 20:49

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე კომენტარს აკეთებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით აზერბაიჯანის მხარემ სომხეთს გადასცა 15 ტყვე:

- თქვენ გახსოვთ, პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას, თურქეთის პრეზიდენტის ერთი ფრაზა გამოვყავი - "საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის გასაღები." დახვედრის დეტალებზე მეც ვწერდი და აქტიურადაც გაშუქდა (თუმცა ყველა მედიამ არ შეამჩნია). დღეს რაც მოხდა, განცხადებები სამთავრობო წყაროებზე ამ წუთებში ვრცელდება, ზუსტად ისაა, რასაც ეს ფრაზა ასახავს და რაც მიუთითებს საქართველოს როლის ზრდაზე როგორც რეგიონულ პროცესებში, ასევე სამეზობლო პოლიტიკაში. ესაა ნდობის განმტკიცება პირველ რიგში ჩვენს უშუალო მეზობლებთან და რეგიონის გარე აქტორებთან.
ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, აზერბაიჯანის მხარემ, საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთს გადასცა 15 ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები. თქვენ გახსოვთ პრემიერის ვიზიტების თანმიმდევრობა, ბაქო, ერევანი, ანკარა, მანამდე ბრიუსელი. ამ ვიზიტების შედეგიცაა ნდობის გაღრმავება. ღარიბაშვილი, როგორც განცხადებებშია აღნიშნული, უშუალოდ იყო კავშირზე როგორც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე პრემიერ ნიკოლ პაშინიანთან. მივესალმები ასეთ აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონში, ნდობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იმედი მაქვს სხვა, ჩვენთვის სასიცოცხლო მიმართულებებითაც ასევე აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ