დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

მე რომ იმ კაცს არ დავხმარებოდი, მეწყერი მომიყოლებდა. ღმერთმა დაუშვა, რომ ეს კაცი ცოტა ხნით გაწვალებულიყო - მამა პაისი ათონელი 13.06.2021 01:00

მამა პაისი ათონელი ჰყვებოდა:

"ერთხელ, მონასტრის აღდგენისას, სამშენებლო მასალებისთვის ფეხით ორი საათის სავალზე უნდა წავსულიყავი. გზად ერთ სახიფათო ადგილას ნაცნობს შევხვდი - შეშით დატვირთული ჯორები მოჰყავდა. ერთ ჯორს შეშა დასცურებოდა და უფსკრულის პირას იყო. თუ დავეხმარები ამ კაცს, დროს დავკარგავ-მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ სინდისმა ნება არ მომცა, გვერდი ამევლო. "ღმერთმა გამოგგზავნა, მამაო", - მითხრა გახარებულმა ნაცნობმა. დახმარებაში ოცი წუთი გავიდა. გზა გავაგრძელე. მალე სამასი მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ მეწყერს წავაწყდი. იქვე მყოფმა ხალხმა მითხრა, - ახლახან ჩამოწვაო. მე რომ იმ კაცს არ დავხმარებოდი, მეწყერი მომიყოლებდა. ღმერთმა დაუშვა, რომ ეს კაცი ცოტა ხნით გაწვალებულიყო. მოვბრუნდი და დავუძახე, - ძია ანასტასი, შენ გადამარჩინე! ღმერთმა გამოგგზავნა-მეთქი".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ