რუსეთმა გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსია მოახდინა

რუსეთის ფედერაციამ, 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა.

 

 ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი, ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად.

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა.

 

DRI-ის ინფორმაციით, აიბღას ანექსირების სურვილი რუსეთმა პირველად 2001 წელს, იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთან გააჟღერა. რადგან იმ დროს რუსეთს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონდა და ამ თემის განხილვა ქართულ მხარესთან მოუწევდათ, საკითხი დროებით შეჩერდა. სიტუაცია რადიკალურად 2008 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი აღიარა და აფხაზეთთან "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაცია და დემარკაცია მოითხოვა. საინფორმაციო ნიადაგის მომზადება 2010 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. რუსულმა მხარემ გააქტიურა სამეცნიერო სტატიების, მონოგრაფიების გამოცემა, კონფერენციების ჩატარება სოხუმში, სადაც "კვლევებით" ამტკიცებდნენ, რომ სოფელი აიბღა კრასნოდარის ოლქის ნაწილი იყო. ამის საპასუხოდ და შესაძლო ანექსიის პრევენციისთვის, 2010 წლის 21 მაისს დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების შესახებ", სადაც აღნიშნული იყო, რომ "სახელმწიფო საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადის სსრკ-ში აღიარებული საზღვრების პერიმეტრზე". ამით სოფელი აიბღა რჩებოდა აფხაზეთის შემადგენლობაში. 2010 წელს აფხაზებმა რუსეთის შეთავაზებაზე, სოფელი დაეთმოთ, კატეგორიული უარი თქვეს, თუმცა რუსეთმა პროცესი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს განაახლა. აფხაზეთს შესთავაზეს შეჯიბრებების ნაწილის აიბღაში ჩატარება, სპორტულ ღონისძიებებში სოფლის ჩართვა, თუმცა აფხაზურმა მხარემ ეს შეთავაზება უარყო.

 

ფაქტობრივი ანექსია რუსეთის ფედერაციამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წარმატებით მოახერხა. 2021 წლის მაისში გამგებლის დანიშვნა აღნიშნულის მაუწყებელია. სოფლის ანექსიას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. პირველი ფაქტორი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბე და სოფელში ინფრასტრუქტურის არ არსებობა, რასაც აფხაზეთი, საკუთარი მწირი და რუსეთზე დამოკიდებული ბიუჯეტით ვერ აღმოფხვრიდა. 2019 წლისთვის სოფელში აღარ ფუნქციონირებდა ორი არსებული სკოლიდან არც ერთი, არ იყო სამედიცინო პუნქტი, გაჩნდა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ზვავების ჩამოწოლის შედეგად გზები ისე გაფუჭდა, რომ დაბლობზე ჩამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მეორე, აიბღაში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსია. ეს გარემოება, რუსეთის ფედერაციამ ამჯერადაც წარმატებით გამოიყენა სოფლის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიისთვის.

 

2020 წლის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის გამგებელს მიმართა და ადგილზე არსებული გაუსაძლისი პირობების შეცვლაში "დახმარება სთხოვა". აფხაზები ვარაუდობენ, რომ ეს მიმართვა რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ორგანიზებული იყო. "ხალხის მიმართვას" რუსეთის მხრიდან მყისიერი ქმედებებიც მოჰყვა, ისე, რომ აფხაზებისთვის ნებართვა არავის უკითხავს. რუსებმა სოფელს ელექტროენერგიის და სატრანსპორტო ლოჯისტიკის პრობლემა მოუგვარეს, ზაფხულში სოჭის მერიის დაფინანსებით გაიყვანეს ახალი გზა, ააშენეს ახალი ხიდი და სოფელი მდინარე ფსოუსთან პირდაპირ დააკავშირეს, თუმცა ამ გზით ჩამოსულები ფსოუს რუსულ და არა აფხაზურ მხარეს ხვდებიან. აიბღაში აქტიურად დაიწყეს ექიმების ბრიგადების და ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნა, ასევე, სოფელში მცხოვრები მამაკაცების დასაქმება ადლერსა და სოჭში.

 

2020 წლის აგვისტოში ზემოაღნიშნული პროცესების საპასუხოდ, აფხაზურმა მხარემ მდინარე ფსოუსთან ახლად აშენებულ, დამაკავშირებელ გადასასვლელ ხიდზე სასაზღვრო პუნქტი გახსნა. სასაზღვრო პუნქტის გახსნას სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოხუმიდან მოსალაპარაკებლად ჩასულ დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციას იქაურმა მოსახლეობამ პირდაპირ განუცხადა, რომ მათ სურთ სოფელი აიბღა რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს. 2020 წლის 13 ნოემბერს, პუტინთან შეხვედრის დროს, ეს საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ დღის წესრიგში დააყენა. მაშინ პუტინმა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის პირობა დადო.

 

სოხუმის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დე ფაქტო პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ასტამურ ლოგუამ 2021 წლის 19 მაისს განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან საკითხის მოსაგვარებლად მუშაობენ. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადებებს მიღმა, აფხაზები თვლიან, რომ აიბღა დაკარგულია.

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად რუსები და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად გალში იმყოფებიან, არაფორმალურ საუბრებში ხაზს უსვამენ, რომ მათი ინტერესი უფრო დიდია - სურთ სრულად შეიერთონ აიბღას პლატო, რომელიც მდინარე ფსოუს სათავიდან რიწის ტბამდე და ავადჰარამდე ტერიტორიას მოიცავს. საუბარია გაგრის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 20 პროცენტზე. როგორც ირკვევა, ამ ტერიტორიის მიმართ რუსული მხარის მძაფრ ინტერესს, სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების გარდა, ამ პერიმეტრზე სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების არსებობაც განაპირობებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ნაწილის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიის შესახებ.

 

საქართველოს ხელისუფლებამ კი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესზე სათანადო რეაგირებისა და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019