დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მელიას და მისი ორქალიანი ამალის შეხვედრებზე გამახსენდა, კი დარბიან, მაგრამ რად გინდა, წვრილფეხა ჩინოვნიკების გარდა ვერავის ხვდებიან - ბონდო მძინარაშვილი 20.06.2021 21:17

ბონდო მძინარაშვილის პოსტი

2003 წლის თებერვალ-მარტში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევითა და დაფინანსებით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით ვაშინგტონს სტუმრობდა საქართველოს პრესმდივნების დელეგაცია.
შეხვედრები გაიმართა -
ვაშინგტონში: საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან, თეთრი სახლის აპარატის თანამშრომლებთან, ამერიკის წამყვან ჟურნალისტებთან, კონგრესში - კონგრესმენებთან, პენტაგონში, USAID-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის მოადგილესთან;
ჰელენაში: მონტანას შტატის გუბერნატორთან, შტატის სახელმწიფო მდივანთან, შტატის მოსამართლეებთან, უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან...
საქართველოში გამომგზავრების წინ, სენატორ მაკკეინის მიწვევით ვაშინგტონში დავესწარით "თავისუფლების სადილს" (ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ ყარზაის მასპინძლობდნენ), კენედის ცენტრში ჯაზის საღამო კი ჩვენი ამერიკული მოგზაურობის დასკვნითი აკორდი იყო.
ვაშინგტონში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე მეგზურობას გვიწევდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი მარგარეტ სალივანი.
იმავე პერიოდში ვაშინგტონს სტუმრობდნენ პარლამენტის წევრები - "ახალი მემარჯვენეები" დავით გამყრელიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათი შეხვედრები "კოჭებამდეც ვერ წვდებოდა" ჩვენს შეხვედრებს. 
რატომ ვყვები ამას?!
მელიას და მისი ორქალიანი ამალის შეხვედრებზე გამახსენდა. ნაცსექტანტები თეძოებიდან კინაღამ ამოვარდნენ: "გადარბენაზე არიანო"... კი დარბიან, მაგრამ რად გინდა, წვრილფეხა ჩინოვნიკების გარდა ვერავის ხვდებიან. რა გარბენინებთ, კაცო, ჩვენ ნელა დავდიოდით და კი გავმართეთ შეხვედრები "გუნდთან, არქიელთან, გუბერნატორთან"! 
P. S. ჩემს ფეისბუქმეგობრებში არიან ჩვენი დელეგაციის წევრები და დამიდასტურებენ, რომ ერთ სიტყვას არ ვამეტებ, თუ არაფერი დავაკელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ