ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს - უცხოური პრესა

რუსული გამოცემა „სვობოდნაია პრესა“ («Свободная пресса») აქვეყნებს პუბლიკაციას - ინტერვიუს რუს ექსპერტთან - სათაურით „ერდოღანი იატაგანს ლესავს და ნატოს რუსეთთან კონფლიქტისკენ უბიძგებს. ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს“, რომელშიც განხილულია თურქეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და მათი რეალიზების სავარაუდო პერსპექტივა (ცნობისათვის: „იატაგანი“ - თურქული მახვილი).

 

გთავაზობთ მასალას შემოკლებით:

 

„პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ამას წინათ, „შუშის დეკლარაციის“ მიღებისას, განაცხადა, რომ თურქეთს შეუძლია აზერბაიჯანში თავისი სამხედრო ბაზა განათავსოს, თუმცა იქვე დაამატა - ილჰამ ალიევი ამ საკითხზე ჯერ ვლადიმერ პუტინს უნდა დაელაპარაკოსო. ექსპერტებმა რუსეთის საზღვრებთან ახალი სამხედრო ბლოკის შექმნის შესახებ დაიწყეს საუბარი: თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ფაქტი ლოგიკური იქნება... მაგრამ რას იზამს რუსეთი? ფაქტიურად, თურქეთის ბაზის შექმნა ხომ ნატოს ბაზის შექმნას ნიშნავს?

 

- რეჯეფ ერდოღანს განზრახული აქვს მომავალშიც გააფართოვოს თავისი გავლენა კავკასიაში და ამით ყოველ საჭირო მომენტში ისარგებლებს, - დარწმუნებულია რუსეთის სტრატეგიული განვითარების ფონდის ექსპერტი იგორ შატროვი, - და არა მხოლოდ თავისი კავშირებით აზერბაიჯანთან. მაგალითად, საქართველოში აჭარა დიდი ხანია თურქეთის ფორპოსტად გადაიქცა. აზერბაიჯანს კი ანკარა „პატარა თურქეთად“ თვლის. მე პირადად ძალიან კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანული ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთ ფანტაზიებს კმაყოფილებით იზიარებს.

 

თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის სავარაუდო სამხედრო ბაზა დემონსტრაციულ ნაბიჯსაც წარმოადგენს და პრაქტიკულ აუცილებლობასაც. აზერბაიჯანს სურს, რომ ბაზით თავიდან აიცილოს სომხეთის სავარაუდო აგრესია და „ოდკბ“-ის ქვეყნებს ბრანწი აჩვენოს.

 

თურქეთი, აზერბაიჯანის მსგავსად, რეგიონს და მთელ მსოფლიოს უმტკიცებს თავის გაფართოებულ შესაძლებლობებს მანევრებისათვის, ამიტომაც მისი ნაბიჯი ნატოსთვისაც ერთგვარი სიგნალი იქნებოდა, კონკრეტულად კი აშშ-სთვის: ანკარა ვაშინგტონის წინაშე თავის კუნთებს ათამაშებს, რაც ნატოს ჩარჩოებს სცილდება. ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვისაც იმის დასადასტურებლად, რომ თურქეთს შეუძლია ისეთი პოლიტიკა გაატაროს, რომელიც დამოკიდებული არ იქნება არც აშშ-ზე და არც რუსეთზე.

 

რასაკვირველია, მსგავსი პოლიტიკური პროდუქტი შიდა ბაზარზეც „კარგად იყიდება“: მცირე ძლევამოსილი ომი ყოველთვის კარგი დანართია ყველა წინასაარჩევნო კამპანიისათვის, ხოლო სამხედრო ბაზის გაჩენა უცხო ტერიტორიებზე სწორედ ასეთი ომების შედეგს წარმოადგენს.

 

- თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. იმ შემთხვევაში, თუ ანკარა აზერბაიჯანისათვის ომში ჩაებმება, ეს ნიშნავს, რომ ნატოც იომებს?

 

- ჩვენ მრავალჯერ დავინახეთ, რომ ნატო მხოლოდ ერთი მოქმედებისთვის არის მზად - ალიანსი თავის პრინციპებს ღალატობს იმ შემთხვევებში, როცა ეს სასარგებლო და მომგებიანია ბრიუსელისა და ვაშინგტონისათვის. მაგალითად, ნატოს ქვეყნებმა მონაწილეობა არ მიიღეს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში 2008 წელს და იმის მიუხედავად, რომ თბილისი დახმარებას ითხოვდა, ისინი საქართველოს არ დაეხმარნენ. თქვენ ახლა იტყვით - არ დაეხმარნენ, რადგან საქართველო ნატოს წევრი არ არისო. კი, ეს თითქოსდა მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ იმავდროულად არაფრის მთქმელიც. რატომ? იმიტომ, რომ კონიუნქტურა  ნატოს სასარგებლოდ თუ იქნებოდა, ბრიუსელი ომში ჩაებმებოდა. გავიხსენოთ ყოფილი იუგოსლავია... ყველა შემთხვევაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებამ რუსეთის საზღვრებთან იმ დროს, როცა ბრიუსელი და ვაშინგტონი მოსკოვს ღიად „მტერს“ უწოდებენ, არ შეიძლება შეშფოთება არ გამოიწვიოს.

 

- რუსეთმა ძალიან ღრმად ხომ არ შემოუშვა რეჯეფ ერდოღანი კავკასიაში? ახლა ბევრს ლაპარაკობენ თურქეთის სწრაფად მზარდ სამხედრო თანამშრომლობაზე შუა აზიის ქვეყნებთან. რამდენად შესაძლებელია ახალი სამხედრო ბლოკის გაჩენა ჩვენს საზღვრებთან და რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან?

 

- თქვენ დაგავიწყდათ: საქართველოსაც იმედი აქვს, რომ ნატოს წევრი გახდება. თუ ეს გეგმები განხორციელდება, მაშინ დროთა განმავლობაში სამხრეთ კავკასია რუსეთის მიმართ ბალტიისპირეთის რეგიონზე არანაკლებ მტრული გახდება. და თურქეთის ფაქტორი ამ საკითხში განმსაზღვრელი იქნება. ანკარა მოცემულ შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „ტროას ცხენის“ როლში გამოდის, თანაც ის თავის გეოპოლიტიკურ ამბიციებსაც იკმაყოფილებს.

 

თავდაპირველად, იმალებოდა რა რუსეთის საფარქვეშ, ანკარა თავის საკითხებს წყვეტდა სირიაში. ახლა ზუსტად იგივე ტაქტიკას კავკასიაშიც იყენებს. ამასთან, ჩემი აზრით, რუსეთის საზღვრებთან ახალი ბლოკის შექმნა, რომლის წევრები სამხრეთკავკასიური და შუააზიური რესპუბლიკები იქნებიან, ამჟამად ძალიან საეჭვოა, თუმცა შორეული პერსპექტივისათვის შეიძლება ის შესრულებადი აღმოჩნდეს. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება გამოყენებული იქნეს საერთო ფასეულობები - მაგალითად, ისლამური რელიგია და თურქული ერთობის იდეა.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019