დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რას წერს დაძმობილებული ქალაქების - კახეთის თელავისა და ბადენ-ვიურტემბერგის ბიბერახის შესახებ უცხოური პრესა 21.06.2021 17:00

გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს რეგიონულ გამოცემაში - ბადენ ვიურტემბერგის მხარის გაზეთ „შვაბიშე ცაიტუნგ“-ში Schwaebische Zeitung») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართველი სტიპენდიანტი მშობლიური ქვეყნის შესახებ“, რომელშიც გერმანულ-ქართული ურთიერთობების ზოგიერთი დეტალია გაშუქებული, კერძოდ, დაძმობილებული ქალაქების - კახეთის თელავისა და ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ ბიბერახს შორის.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბუნდესტაგის დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან იოზეფ რიეფი და საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის სტიპენდიანტი თამარ ჭაქვაძე, რომელიც ჰამბურგში სწავლის შემდეგ იოზეფ რიეფის სადეპუტატო ოფისში მუშაობს, ბიბერახის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრა გაიმართა ბიბერახის საკრებულოს კულტურის სამმართველოს წარმომადგენლის საბინა ენჰელჰარდტისა და ბიბერახის საკრებულოს წევრის რაინერ ეტცინგერის მონაწილეობით, რომელსაც, სხვათა შორის, გასულ წელს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, გერმანიასა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში დიდი წვლილის შეტანისათვის, ფედერალური ჯვრით დააჯილდოვა.


თავის მხრივ, დეპუტატი იოზეფ რიეფი ქართულ-გერმანული ფორუმის დამაარსებელია და მხარს უჭერს მის მუშაობას.


„ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ადვილი არ არის თავისი ადგილი მოძებნოს და დაიმკვიდროს მსოფლიოს რუკაზე და წარმატებით წარუდგინოს საკუთარი თავი საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა თამარ ჩახვაძემ მშობლიურ საქართველოზე საუბრისას. მისი თქმით, საქართველო, კავკასიური სახელმწიფო, ესწრაფვის გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი. „დასავლეთთან წარმატებული ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ძლიერი პარტნიორების დახმარებით, როგორსაც გერმანია წარმოადგენს“, - აღნიშნა თამარ ჩახვაძემ.


იოზეფ რიეფის თქმით, „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისეთმა პატარა სახელმწიფოებმა, როგორიც საქართველოა და რომელიც დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულია, დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ. გერმანია გააგრძელებს საქართველოს მიმართ მეგობრულ დახმარებას და ხელშეწყობას, რათა ის ახლო მომავალში დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობაში დიდი საგარეოპოლიტიკური წვლილი შეაქვს აგრეთვე დაძმობილებულ ქალაქების - ბიბერახ-თელავის თანამშრომლობას, რომელიც  ათწლეულობის მანძილზეა განმტკიცებული“.


თამარ ჭაქვაძემ კმაყოფილება გამოხატა ბიბერახის საზოგადოების დაინტერესებით იმ პროექტების მიმართ, რომლებიც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს. კერძოდ, მან პოზიტიურად შეაფასა თელავისა და ბიბერახის სკოლების მოსწავლეთა გაცვლა, ორი ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამშრომლობა და გრძელვადიანი კულტურული ურთიერთობები: „ადამიანთა პირადი შეხვედრები ხელს უწყობს ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და ურთიერთგაგებას“, - ხაზი გაუსვა თამარ ჭაქვაძემ.


წყარო


-------------------

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ