დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

პანდემიამ სისტემაში არსებული ხარვეზები დაგვანახა - ეკტერინე ტიკარაძე 21.06.2021 17:21

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კოვიდპანდემიამ უკეთ დააანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო.


მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა სისტემური მიდგომა.


 
„ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ საჭიროებებზე ზრუნვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა, მოცვა, გარკვეულწილად, ეს ფრაგმენტულია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა, რათა სახელმწიფომ შეძლოს და უკეთ დაინახოს ჩვენი მოქალაქეების ყველა სოციალური საჭიროება. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს სერიოზული პასუხისმგებლობა და გამოწვევებს შესაბამისად უპასუხოს. 


კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო. სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ გადაუდებელ საჭიროებებზეა რეაგირება მნიშვნელოვანი, არამედ - საჭიროა სისტემური მიდგომა. სწორედ ამიტომ, ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის გადახედვა, რომელიც დღეს არის ფრაგმენტული, როგორც ჯანდაცვის, ისე - შრომის, სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების მიმართულებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ