21.06.2021 20:25
2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული, პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, ვსწავლობ ე.წ. არაძალადობრივი წინააღმდეგობების და „ხავერდოვანი რევოლუციების“ თემას და ეს ერთი შეხედვით მარტივი თემა იმდენად რთული და მრავალგანზომილებიანი აღმოჩნდა, რომ დღემდე შესწავლის პროცესში ვარ.
მარტო საპროტესტო დისკურსის სხვადასხვა განზომილებების და კომპონენტების შესწავლაა ზღვა მასალა. ეხლა ერთ-ერთზე მინდა გავამახვილო ყურადღდება, რაც ჩემი აზრით გახდა არჩევნების შემდეგ ნაც-ოპოზიციის და მისი სატელიტების რევოლუციური გეგმების ფიასკოს ერთ ერთი მთავარი მიზეზი.
ეს გახლავთ საპროტესტო დისკურსის „ენობრივი (ლინგვისტიკური) კრეატიულობის“ პრობლემა. მიზეზთა გამო ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ენობრივი კრეატივიზმი პრაქტიკულად განულებული აღმოჩნდა. არადა, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი მასების მოზიდვა-მობილიზაციისათვის.
ენობრივი კრეატივიზმის დეფიციტის ჩანაცვლება აქციების კარნავალიზაციით, სრულიად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. მარცხმა და კრახმაც არ დააყოვნეს.