დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნაცების Requiem-ი - პოლიტიკურად გარდაცვლილ სააკაშვილის უმძიმესი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სრულიად უკრაინამ იხილა - დავით ქართველიშვილი 21.06.2021 20:44

დავით ქართველიშვილის პოსტი:
ყველაფერი ოდესღაც იწყება და აუცილებლად უნდა დასრულდეს. რატომ მაგონებს ნაცების რიგებში დაწყებული რღვევის პროცესი მოცარტის უკვდავ ნაწარმოებს. პირველ რიგში - შინაარსობრივი სულისკვეთებით. ასევე იმ საინტერესო ფაქტით, რომ ამ მრავალნაწილიანი მუსიკალური "ნეკროლოგი" თავად მოცარტმაც კი ვერ დაასრულა ბოლომდე და იგი მისი გარდაცვალების შემდგომ, ეიბლერმა (ვაშაძე) და ზიუსმაიერმა (მელია) დაასრულეს. მოცარტის უკანასკნელი წვლილი რექვიემში - Lacrimosa-ს პირველი რვა ტაქტია, დანარჩენი მისმა მეგობარმა კომპოზიტორებმა მიიყვანეს ბოლომდე.
პოლიტიკურად გარდაცვლილ "მოცარტ" სააკაშვილის უმძიმესი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სრულიად უკრაინამ იხილა გასულ პარასკევს, ტელეარხ "უკრაინა 24"-ის პირდაპირ ეთერში. ეს იყო მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის ქრესტომატიული გამოხტომა, ვიღაცამ "გადაუფრინა გუგულის ბუდეს" იმ დღეს და ეს ვიღაცა - უკრაინული პარტია "დემოკრატიჩნა სოკირა"-ს პოლიტსაბჭოს წევრი იური გუდიმენკო იყო.
პირდაპირ ეთერში, მან სააკაშვილს არადეკლარირებული შემოსავლების დაფარვაში დასდო ბრალი, რამაც "ბუდეგადაფრენილ გუგულში" გამოიწვია დორბლმდინარე აგრესიული აშლილობა: "ხმა ჩაიწყვიტე"... "არარაობავ"... "როგორ მეხები"... "შენს ქვეყანას მიაქციე ყურადღება" - უყვიროდა იგი გუდიმენკოს, და ამ უკანასკნელ შეფასებაში, ბიპოლარული პოლიტიკური აშლილობით შეპყრობილს დაავიწყდა, რომ ისიც უკრაინის მოქალაქეა და "ჩვენს ქვეყანას" უნდა ეთქვა.
მის ყოფილ ქვეყანაში კი მისი საყვარელი პირმშო-პარტიის დემონტაჟი "ლაკრიმოზას" თანხლებით აქტიურად მიმდინარეობს - ზოგი თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, ზოგი საკრებულოების დეპუტატთა სავარძლებს, ზოგი პარტიის ახალგაზრდულ ფრთას, ზოგი ღიად მიდის, ზოგი ჩუმად წყვეტს თავის ურთიერთობებს ნაცებთან - როგორც ეს მაგალითად, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გააკეთა და საკუთარი ცხოვრება მთლიანად ბიზნესს დაუკავშირა.
ამ დემონტაჟს ხელი შეუწყო მელია/ბოკუჩავას ამერიკულმა ვოიაჟმაც, რომლებმაც დატუქსვისა და კუთხეში ჩაყენების გარდა ვერაფერი იხეირეს ვაშინგტონში. სამშობლოში დაბრუნებულები შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს და ამნისტიის კანონსაც გადაყლაპავენ. უმწყემსოდ დარჩენილი მათი რადიკალური და იმედგაცრუებული მხარდამჭერები კი ნელ-ნელა მოახდენენ თავისი პოლიტიკური ორიენტირებების სახეცვლილებას. მართალია მათი მოსაწონი "გიჟი" და უკონტროლო პარტიების დეფიციტია დღეს საქართველოში, მაგრამ შერეკილების ასორტიმენტი ფართოა...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ