დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! - ვატო შაქარიშვილი 22.06.2021 22:48

თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი ეხმაურება რუსთაველის ეროვნული თეატრის და რობერტ სტურუას მოსკოვის ფესტივალზე მონაწილეობის გამო ამტყდარ ხმაურს და წერს:

მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა - რობერტ სტურუა
ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ….ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! სად, რა აგური დაგიდიათ?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! ან თქვენ შვილებს ან თქვენ მშობლებს?! ყველა ბრძოლიდან გაქცეულები და სოროში შემძვრალები ხართ! თქვენ მარტო შარვლის ჩახდა გეხერხებათ მოქნილად ოკუპანტის წინაშე! რა სიკეთე მოგიტანიათ ქვეყნისთვის თქვენი საქმიანობით?! გარდა მავნებლობისა არაფერი! ეთაყვანებით იმ პარტიას, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ბრძოლის ველიდან გამოიქცა, დაცემული ჯარისკაცები მიატოვა, რუსთაველზე “გამარჯვება” იზეიმა და ომით დიდი ფული იშოვა(რომელითაც ეხლა თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი ფინანსდება)! მერე ყველა სასიცოცლო რესურსი რუსებს ჩაუგდო ხელში, ასე აპრავებდა თქვენი იმამი - ფულს სუნი არ უდისო… ეს ყველაფერი არ იკმარეთ და აგერ 2018 წელს შკრიალოვების დესანტი ჩამოსხით, რუსეთის ნომრიანი აგენტის გასაპრეზიდენტებლად… არ გამოგივიდათ, არ გამოგივათ!!!
აბა ვინ დაიჯერებს ტვ ფორმულას “პატრიოტულ” აღტკინებას, რომელიც კეზერაშვილის მიერ, რუსეთ-საქართველოს ომში ნაშოვნი ფულით ფინანსდება…

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ