რამდენი ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია საქართველოს ერთ თვეში - უცხოური პრესა

რუსული გაზეთის „იზვესტიის“ («Известия») დღევანდელ, 24 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მთები და ცრურწმენა: საქართველოს ერთ თვეში 10 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია“, რომელშიც ტურიზმის სფეროში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაა განხილული (ავტორი - ელნარ ბაინაზაროვი).

 

როგორც სტატიაში აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლა აკრძალულია და რუსეთის მხრიდან სახმელეთო საზღვარი დახურულია, საქართველოს ბოლო თვის განმავლობაში რუსეთიდან ათი ათასამდე მოქალაქე მაინც ეწვია. აღსანიშნავია, რომ რუსებისათვის საქართველოს საზღვარი პირველი ივნისიდან ღიაა და მათ, შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, თავისუფლად შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

 

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ზურაბ აბაშიძეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რომელმაც აღნიშნა, რომ მან 22 ივნისს სატელეფონო საუბრისას შეატყობინა გრიგორი კარასინს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა ამ საკითხს რუსეთის მხრიდან გაგრძელება არ მოჰყოლია: „მე ჩემს კოლეგას ვაცნობე, რომ საზღვარი საქართველოს მხრიდან გაიხსნა, მაგრამ თვითონ საკითხზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება ავიამიმოსვლის აღდგენას, მისგან მე ასეთი ინფორმაცია მოვისმინე: უახლოეს პერსპექტივაში რუსეთის მხარე ამ საკითხს არ განიხილავს“, -  თქვა ზურაბ აბაშიძემ.

 

რუსეთის მხრიდან საზღვარი ჯერ დახურულია


საქართველოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საზღვრის გახსნა რუსეთის მხრიდან - ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეროგატივაა და დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, მაისის თვეში საქართველოში ათი ათასამდე რუსეთის მოქალაქე მაინც ჩამოვიდა და დაისვენა [როგორც ჩანს, მესამე ქვეყნის გავლით]: „რა თქმა უნდა, ეს ისეთი ციფრები არ არის, როგორიც 2019 წელს იყო, მაგრამ ჩვენ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ“.

 

იზვესტიის ჟურნალისტი ესაუბრება რუსული მხარის წარმომადგენელს გრიგორი კარასინსაც, რომელმაც თავისი ქართველი კოლეგის ნათქვამი დაადასტურა: დიახ, მე ამას წინათ ნამდვილად ვესაუბრე ზურაბ ირაკლიევიჩს, მაგრამ ტურისტებისთვის რუსეთის სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე არ გვისაუბრია და ჯერჯერობით არც დღის წესრიგში არ გვაქვს“, - დააზუსტა პოლიტიკოსმა. საქმე ეხება რუსეთის მთავრობის 2020 წლის 27 მარტის განკარგულებას, რომლის თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებით, რუსეთის სახმელეთო საზღვრებზე მოქალაქეების მოძრაობა შეიზღუდა. მართალია, საზღვრის გადაკვეთა ცალკეული კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

 

თბილისში - მინსკის გავლით

როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლა ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში შეწყდა - მოსკოვმა ჩათვალა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას საფრთხე ემუქრებათ, ანტირუსული განწყობებისა და პროტესტების ფონზე. აღსანიშნავია, რომ იმ ხანებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მართლაც მკვეთრი განცხადება გააკეთა და რუსეთს „მტერი“ და „ოკუპანტი“ უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის კომენტარის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე იმდენ ხანს იქნება ძალაში, რამდენ ხანსაც სიტუაცია მოითხოვს - სანამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საფრთხე არ გაქრება.

 

დღეისათვის რუსები საქართველოში ერევნის, სტამბოლის, რიგისა და მინსკის გავლით დადიან - ევროპული ქვეყნებისა და უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველო არ შეუერთდა ბელარუსის წინააღმდეგ მიმართულ ავიაბოიკოტს. როგორც „იზვესტიის“ კორესპონდენტს რუსეთის ტურიზმისა და მოგზაურობის ანალიტიკურ ცენტრში უთხრეს, მინსკის აეროპორტს საქართველოში წასასვლელად ყველაზე მეტი უპირატესობა აქვს: მისი გავლით ტურისტების 60%-ზე მეტი სარგებლობს. „მათ შორის, ვინც საქართველოში წასასვლელად ბილეთი შეიძინა, 61% მინსკის გავლითაა, 22% - სტამბოლის, ხოლო 9% - რიგის გავლით“, - აღნიშნეს ცენტრში.

 

როგორც ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იური ბარზიკინი ამბობს, ამჟამად იმის გამოთვლა, თუ რამდენი რუსი იყო ჩასული საქართველოში, საკმაოდ რთულია, რადგან მათი უმეტესობა ამიერკავკასიის ქვეყანაში ტრანზიტული აეროპორტების გამოყენებით მიფრინავს, სომხეთში ან თურქეთში გადაჯდომებით. „ორი წლის კრიზისის მიუხედავად, ქართული მიმართულება ისევ მოთხოვნადია ინდივიდუალური ტურისტებისათვის და თუ საზღვარი გაიხსნება, რაოდენობა, ალბათ, გაიზრდება, თუმცა, აი, ამ ორიოდე დღის წინათ თურქეთის მიმართულება ოფიციალურად გაიხსნა და ქართულმა თავისი აქტუალობა დაკარგა“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

კოვიდსიტუაცია საქართველოში

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ეხება აგრეთვე საქართველოში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას: „ბოლო დროს კორონავირუსით ადამიანთა დაავადების დონე საკმაოდ მაღალია - დღე-ღამეში საშუალოდ 260 შემთხვევა და ეს მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანში მხოლოდ 26 და 28 დასნებოვნება ფიქსირდება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სიტუაცია კონტროლდება, განზრახულია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია - თითქმის 70%-მდე. მანამდე კი შერბილდა ანტიკოვიდური ზომები - ქუჩებში სიარული პირბადის გარეშეც შეიძლება, ხოლო პირველი ივლისიდან ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში შემოღებული კომენდანტის საათიც გაუქმდება“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019