კადიროვის ეფექტი - ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით გზის გაყვანა განხილვის პროცესშია

აშშ-ის რადიო „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანმა სამსახურმა - რადიო „Свобода“-მ პროგრამაში «Кавказ» გამოაქვეყნა სტატია სათაურით „კადიროვის ეფექტი: აშენდება თუ არა გზა ჩეჩნეთიდან საქართველოში?“ (ავტორი - მაირბეკ ვაჩაგაევი), რომელშიც მოცემულია კომენტარი ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის მიერ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე: „ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით გზის გაყვანა განხილვის პროცესშია“.

 

საქმე ეხება იმ გზას, რომელიც სეპარატისტული იჩქერიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1998 წელს გაიყვანა საქართველოს საზღვრამდე. სწორედ იმ ხანებში, მოსკოვისა და თბილისის მოულოდნელად, ჩეჩნეთის ავტოსაგზაო ტექნიკამ მდინარე არღუნი გადალახა, გადავიდა საქართველოს ტერიტორიაზე და სოფელ შატილამდე გზის მშენებლობის დასრულება დაიწყო. თბილისმა გროზნოს სთხოვა, რომ ტექნიკა საქართველოს ტერიტორიიდან გაეყვანა. ამ ინციდენტმა ის გამოიწვია, რომ საზღვრის ამ უბანზე საქართველოს მესაზღვრეებმა მუდმივი პუნქტი გახსნეს, ხოლო იქვე ახლოს რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაც გაიხსნა.

 

საქართველოსკენ გზა ჩეჩნეთის რაიონული ცენტრიდან - ითუმ-ყალედან მიემართება. სეპარატისტული ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ გზით რუსეთის მიერ გამოცხადებული ბლოკადა გაირღვეოდა და „დამოუკიდებელი“ ჩეჩნეთი, საქართველოს მეშვეობით, საავტომობილო დერეფნით, გარესამყაროს დაუკავშირდებოდა. გზის ხარისხის დონე იმდენად კარგია, რომ მისი გამოყენება ჩეჩნეთის მოსახლეობამ ტურიზმისა და დასვენების მიზნით  დაიწყო. ამ მარშრუტზე მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე დიდი არქეოლოგიური კომპლექსი - ცოი-პედა („მკვდარი ქალაქი“), რომელმაც ეს სახელწოდება ადამიანთა მრავალი აკლდამა-საძვალეებისა და ნეკროპოლების არსებობის გამო მიიღო.

 

ჩეჩნეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გზის გაყვანის სურვილი პირველად 2014 წელს გამოხატა, როცა განაცხადა, რომ საავტომობილო ტრასასთან ერთად, რკინიგზის მშენებლობასაც ვგეგმავთო - „ეს ადრეც გვინდოდა, მაგრამ ჩვენს გეგმებს ხელი ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეუშალაო“. 2018 წელს გზის მშენებლობა არ გამორიცხა „როსავტოდორ“-ის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა, მაგრამ მან იქვე შენიშნა, რომ ეს მხოლოდ ორი ქვეყნის შეთანხმებით უნდა მოხდეს. 2019 წლის ნოემბერში რამზან კადიროვმა გზის მშენებლობის საკითხი ისევ გაიხსენა და თქვა, რომ „ითუმ-ყალედან საქართველომდე 40-50 წუთია საჭირო და თუ საქართველოშიც იქნება გზა, თურქეთამდე და ევროპამდე ჩასვლაც შეიძლება. ეს გზა ჩრდილოეთ კავკასიისათვის ძალიან საჭიროა“. სხვათა შორის, მის გეგმებს 2019 წელს, ყოველწლიური პრეს-კონფერენციის დროს, მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინმაც და განაცხადა, რომ ამ მაგისტრალის მშენებლობას მიზანშეწონილად თვლის.

 

ბოლო დროს, გზის მშენებლობის საკითხი აქტუალიზებული იქნა ჩეჩენთის სოფელ ვედუჩში, საქართველოს საზღვართან ახლოს, სამთო-სათხილამურო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქ მდებარეობს აგრეთვე ადგილობრივი მაღალი მწვერვალი „თულოი-ლამი“ (ქართულად - თებულოსმთა, 4493 მეტრი), რომელიც ალპინისტებს იზიდავს.

 

როგორც ქართველი მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე ამბობს, გზამ, რომლის აგება ჩეჩნეთის ხელმძღვანელს სურს, ძალიან რთულ რელიეფზე უნდა გაიაროს, დათვისჯვრის უღელტეხილის გავლით. საქართველოს ტერიტორიაზე, ხევსურეთში, დღეს არსებული გზა გრუნტისაა და ზამთრის თვეებში დახურულია. ეკონომიკური თვალსაზრისით, შეიძლებოდა ფიქრი იმაზე, რომ გზის მშენებლობით რეგიონში ტურიზმი განვითარდებოდა და დემოგრაფიული სიტუაციაც გაუმჯობესდებოდა, მაგრამ... თუ მოასფალტებული გზა აშენდება, დანახარჯებს მილიარდი დოლარი დასჭირდება, რაც დღეისათვის წარმოუდგენელია. საქართველოს ასეთი თანხა არ აქვს, პანდემიის მიერ გამოწვეული ზარალის გათვალისწინებით. ამ გზის გასაყვანად ფულს არც უცხოელი ინვესტორები არ გამოყოფენ, მით უმეტეს, რომ ბოლომდე ჯერ არ არის მიყვანილი თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა“.

 

ამასთან, ალექსანდრე კვახაძე სკეპტიკურად უყურებს ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომ თუ გზა აშენდება, მას რუსეთი სამხედრო მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებს. მისი თქმით, რუსეთის არმია ისედაც თბილისთან ახლოს დგას, ოკუპირებულ ცხინვალში და თუ კრემლი შეტევას დაგეგმავს, რუსეთის ჯარები ამისათვის ხევსურეთის ძნელადმისადგომი უღელტეხილებით არ ისარგებლებს.

 

კავკასიის ექსპერტის, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ექსპერტის თორნიკე გორდაძის აზრით, საქართველოსთვის ახალ გზას მნიშვნელობა მხოლოდ იჩქერიის არსებობის დროს ჰქონდა - თბილისს შეეძლო მოსკოვისაგან დამოუკიდებელი ჩეჩნეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სტრატეგიულ მოკავშირედ ჩაეთვალა, ხოლო თვითონ ჩეჩნეთისათვის გზა გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი არტერია იქნებოდა. მაგრამ დღეს ამ გზას საქართველოსთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. თანაც ქართულ საზოგადოებაში რამზან კადიროვის მიმართ საკმაოდ ნეგატიური აზრია შექმნილი, რომელიც თვითონ ამ პიროვნების მიერ გატარებული პოლიტიკის და მისი ხასიათით არის განპირობებული. თბილისში აცნობიერებენ, რომ ჩეჩნეთის მეთაურს აშკარად არ მოსწონს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური კურსი, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციაზე.

 

წყარო

----------------------

შენიშვნა: 1944 წლიდან 1957 წლამდე დღევანდელი ჩეჩნეთის ითუმ-ყალეს რაიონი, ახალხევის რაიონის სახელწოდებით, საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შემოდიოდა (ს.კ.).

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019