ასეთი დევნა, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ხორციელდება, ყველაზე სისხლიან დიქტატურებსაც არ ახსოვს, სირცხვილი ხდება ოპოზიციის პარლამენტში ჯდომა, – შალვა ნათელაშვილი

ასეთი დევნა, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ხორციელდება, ყველაზე სისხლიან დიქტატურებსაც არ ახსოვს, ამ ფონზე მთლად სირცხვილი ხდება ოპოზიციის პარლამენტში ჯდომა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტზე, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციას, დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.

„გრძელდება ,,ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვის დაწყებული პროცესი. ამ წუთებში ე.წ. პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს ,,ლეიბორისტული პარტიისათვის” საარჩევნო საარჩევნო კომისიის წევრთა წართმევის საკითხს. კომისიაში ჩვენს კვოტას ე.წ. პარტიებს აძლევენ, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობაც არ აქვთ მიღებული. ამგვარი აღვირახსნილი რეპრესია, დევნა პოლიტიკური პარტიის მიმართ ყველაზე სისხლიან დიქტატურებსაც არ ახსოვს. ამ ფონზე მთლად სირცხვილი ხდება ოპოზიციის პარლამენტში ჯდომა, რომლებიც ამ პროცესის თანამონაწილენი გამოდიან. კაცს რომ კლავენ, უყურებ და არც ხელს უშლი, არც პოლიციაში რეკავ, რა თქმა უნდა, თანამონაწილე ხარ და პასუხს აგებ, ისევე როგორც პარლამენტში უყურებ შენს კოლეგა ოპოზიციას როგორ კრძალავენ, ართმევენ ძირითად პარტიულ უფლებებს და ხმას არ იღებ, ან ისე, ყოველი შემთხვევისთვის წამოიკნავლებ. ამიტომ ვინც ვართ ოპოზიცია და გადაწყვეტილი გვაქვს, ხალხს ვემსახუროთ, დატოვეთ ეგ ბინძური შენობა.

ჩვენ იმის გამო გვსჯიან, რომ პარლამენტში არ შევედით, ოლიგარქს ქედი არ მოვუხარეთ, არ დავემორჩილეთ საერთაშორისო, საშინაო და სხვა ფორმის ზეწოლებს და დღეს ესღა დარჩათ, რომ ამით ქედი მოგვახრევინონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ჩვენს ქედუხრელ ხალხთან ერთად დავრჩებით და იმედია, ის მებრძოლი სული ძალიან დიდ გამარჯვებად გადმოიღვრება და ჩვენ ამ სიბინძურეს წავლეკავთ, რომელიც ჩვენს გზაზე აღმართულა გველეშაპად, უბედურებად, ტანჯვად და ჩაგვრად.

პირდაპირ ჩაიწერა შარლ მიშელის დოკუმენტშიც, ეუთო/ოდირის დოკუმენტებშიც, რომ ბარიერგადალახული 9 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იქნებიან კომისიის წევრები. ეს მთელმა მსოფლიომ, ჩვენც ასე ვიცოდით და საღამოს ვიგებთ, რომ წაგვართვეს ყველა დონის კომისიის წევრი საჯარო სტრუქტურებში. ამას უნდა დაერქვას დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ბედი?! მეტი არაა ჩემი მტერი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ ივანიშვილის ინიციატივა არ არის და ამაში, სავარაუდოდ სხვა პოლიტიკური ძალებიც მონაწილეობენ.

„რაც ჩვენ მიმართ კეთდება, არ ახსოვს მსოფლიო დევნის ისტორიას, ლათინური ამერიკიდან დაწყებული ნაცისტური გერმანიით გაგრძელებული და ბოლშევიკური რუსეთით დამთავრებული. თვითონ ლუკაშენკოს და პუტინს არ მოსვლიათ აზრად ამგვარი დევნის დაკანონება პოლიტიკური პარტიისა და ოპონენტის მიმართ. ვეჭვობ, რომ ეს მარტო ივანიშვილის ინიციატივა არ არის, ეს სხვა ძალების მონაწილეობითაც ხდება. ვინაიდან, ჩვენ იმ დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, არ შევედით პარლამენტში, ზოგიერთ მეგობარს ეტყობა, ძალიან ვაწყენინეთ და ისინიც ჩაერთვნენ დევნის ამ სამარცხვინო პროცესში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019