ჩამოვხტი თავად მამუკა ორბელიანის სახლში, საშინელ ქოხში - სახლი განჯაში, სადაც ცხოვრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი


სახლი განჯაში, სადაც ცხოვრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

 

 

გთავაზობთ რადიო თავისუფლების წერილს „სამჯერ დასაფლავებული უკვდავი პოეტი“:

 

 

21 ოქტომბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეა. 1845 წლის 21 ოქტომბერს ელიზავეტპოლში (განჯაში), „ავი მალარიით“ თუ „ხურვებად“ მონათლული ფილტვების ანთებით, გარდაიცვალა 28 წლის გენიოსი, რომლის დაუტირებელი სხეული მესამე დღეს, იქვე დაასაფლავეს ციხის ეკლესიის გალავანში. გავა დრო და ნიკოლოზ ბართაშვილის ძვირფას ნეშტს ჯერ დიდუბის, შემდეგ კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ; გავა დრო და მასზე იტყვიან: „არც ერთი ქართველი პოეტი, რუსთაველის შემდეგ, არ ამაღლებულა ბარათაშვილის ლირიკამდე!“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე, განჯაში იმყოფებოდა ბარონი ნიკოლაი (ალ. ჭავჭავაძის სიძე), რომელსაც დღიურში ჩაუწერია, ჩამოვხტი თავად მამუკა ორბელიანის სახლში, საშინელ ქოხშიო. მამუკა ორბელიანი მაზრის უფროსი იყო, ნიკოლოზ ბარათაშვილი კი - მისი თანაშემწე. მნიშვნელობა არ აქვს, ერთად ცხოვრობდნენ თუ ცალ-ცალკე, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა საცოდაობა იქნებოდა ადგილი, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა დალია სული.

„გულს ცეცხლი მეკიდება, ვგიჟდები და აღარა მესმის რა; ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას და იფიქრე ჩვენი ცხოვრებაც“, - ასე შეატყობინა საყვარელი დისშვილის გარდაცვალება ილია ორბელიანმა თავის უფროს ძმას, გრიგოლს. კიდევ უფრო მწარე და გულისმომკვლელი იყო დედის, ეფემია ორბელიანის გოდება: „მე უბედური უბედურად ქმნილი მოვაკლდი ჩემს სიხარულს შვილს და რა შვილს, რომლისგანაც მოველოდი ყოველ სიხარულს. ვუი და ვაი ჩემს მოსწრებას, ჩემს თვალების დაბნელებას.“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამი, პოლიციის მოხელის „მუნდირში“ გახვეული, დაკრძალეს ციხის პაწია ეკლესიის გალავანში, მაღლობზე. მიცვალებულს წესი აუგო მღვდელმა, სტეფანე ვერდერევსკიმ, რომელიც, თურმე, პოეტის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს დასწრებია. ახალგაზრდა უფროსისა და თანამოსამსახურის წინაშე უკანასკნელი ჩინოვნიკური ვალი მოიხადეს ელიზავეტპოლის (განჯის) მოხელეებმა, რომლებიც „სამსახურეობრივი მოვალეობისამებ“ გამოცხადნენ მის დასაფლავებაზე. როგორც მიხეილ თუმანიშვილი, მ. ხელთუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ნაშრომში, „უკანასკნელი წელი ნიკ. ბარათაშვილის ცხოვრებისა“ წერს, „ერთ-ერთმა ამ უსახელო ადამიანთა შორის, ვინმე ბ. პონაროვსკიმ - წვრილფეხა მოხელემ თუ ეკლესიის მსახურმა - უჩვენა შემდგომ პოეტის მახლობლებს ბარათაშვილის თითქმის დაკარგული საფლავი“.

გამწარებული ეფემია 1849 წელს გარდაიცვლება, თუმცა მოასწრებს განჯაში ჩასვლას და შვილის საფლავის მონახულებას.

„აქ მას გადასცეს შვილის შემდეგ დარჩენილი რაღაც საცოდაობის ქონება, რომელიც ისე იყო დამპალი, რომ სახმარლად არ ვარგოდა და მან აქვე დაურიგა იმ პირთ, ვინც განსასვენებელს ემსახურებოდა“, - წერს მიხეილ თუმანიშვილი.

განჯაში მომხდარმა უბედურებამ ნამდვილი სულიერი ბორგვა გამოიწვია ტფილისში - პოეტის მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მეგობრებში, თუმცა ისე მოხდება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი მთელი 48 წლის განმავლობაში დარჩება უცხო მიწაში;

გვიან დაფასდება მისი ლიტერატურული მემკვიდრეობაც - ცალკე წიგნად ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები პირველად 1876 წელს ანუ პოეტის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგ დაიბეჭდება.

 

 

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაისმება პირველად პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი (გაზეთი „დროება“) და აღიძვრება შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, მაგრამ თხოვნა შეუსმენელი დარჩება. ...გავა დრო და 1891 წელს გაზეთი "ნოვოე ობოზრენიე" დაბეჭდავს წერილს, რომლის მიხედვითაც ელიზავეტპოლის ადმინისტრაციას მიზნად აქვს დასახული ეკლესიის გალავანში, სადაც პოეტია დასაფლავებული, გაიყვანოს გზა. ცნობას მყისიერად ეხმაურება გაზეთი „ივერია“, რომლის რედაქცია აფუძნებს ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების ფონდს, სადაც შემოწირულობები საქართველოს ყველა კუთხიდან ირიცხება. საქმეში ერთვება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოება, რომლის 1892 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებულ სხდომის ოქმში ვკითხულობთ:

 

„საგანი განხილვისა: მოხსენება საზოგადოების თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისა პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის გადმოსვენების შესახებ.

განჩინება: ეთხოვოს თავად გ. ორბელიანს, როგორც მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა. დაინიშნოს თანაშემწედ: თ. (ნ.) ორბელიანისა, ი. ჭყონია და დ. კარიჭაშვილი“.

პოეტის ნათესავებს მთელი თვეები მოუწიათ ცდა, ვიდრე მთავრობისგან ნეშტის ჩამოსვენების ნებართვას მიიღებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ნებართვა გაიცა. 1893 წლის 23 აპრილს განჯაში გაითხარა პოეტის საფლავი... აი, როგორც აღწერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ტფილისში ჩამოსვენებას 1893 წლის 27 აპრილს გამოსული „ივერია“ (1893 წ. N86):

„კვირა დილას, 25 აპრილს, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ტფილისის რკინის-გზის ვაგზალზე... ვაგზლის არემარესა და თვით მისასვლელ მიედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი ...09.30 საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო ძვირფასი ნეშტით... აქ ვაგზალთან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულს მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს აუარებელი ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასი სხვადასხვაგვარის გვირგვინებით, და კუბო ხელში ეჭირათ ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებს, და ისე მიასვენებდნენ... როცა ლიტანია მიუხალოვდა დიდუბეს, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი... საფლავზე სიტყვები და ლექსები წარმოთქვეს: აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ნინო ორბელიანისამ, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვებმა“.

 

 

35 წელი განისვენებდა დიდი პოეტის ნეშტი დიდუბის მიწაში, ვიდრე 1938 წლის 15 ოქტომბერს, ქართველმა მწერლებმა მთაწმინდაზე არ გადაასვენეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019