დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

პოლიტიკური კანიბალიზმის კლასიკური ნიმუშია გახარიას რეიტინგის ზრდა "ოცნების" ამომრჩევლის ხარჯზე - ნიკოლოზ მჭედლიშვილი 24.06.2021 22:21

ნიკოლოზ მჭედლიშვილის პოსტი:

პოლიტიკური კანიბალიზმის კლასიკური ნიმუშია გახარიას რეიტინგის ზრდა "ოცნების" ამომრჩევლის ხარჯზე. ამიტომ ვუყურებთ თავგანწირულ ინფოებს თითქოს გახარია სააკაშვილთან არის ალიანსში, იმისათვის, რომ მან წაიღოს "ნაცების" ხმები. არადა, გახარია ჩაფიქრებულია სწორედ "ნაცების" ხმებზე სანადიროდ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტტექნოლოგიებს არ ძალუძთ ყველაფერი. ჯერ-ჯერობით ვუყურებთ კანიბალიზმს, რაც არცთუ იშვიათი შემთხვევაა მარკეტინგში და ერთი და იგივე კომპანიის პროდუქტებიც ხშირად ერთმანეთსს "ჭამს" ხოლმე. მოკლედ, უუსაინტერესოესი შემოდგომა გველის! პირბადეების ბიზნესის ჩავარდნის მერე, პოპკორნის ბიზნესს უნდა მივაწვე!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ