დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

17 წლის ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა 26.06.2021 16:01

17 წლის ალექსანდრე წივწივაძე პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. კანოეში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 18-წლამდე ნიჩბოსნები მონაწილეობენ. საქართველოს წარმომადგენელმა 1000-მეტრიანი დისტანცია 4 წუთსა და 0.193 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ალექსანდრე წივწივაძის წარმატებას ტიტულოვანი ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გამოეხმაურა: „ბევრი იცნობთ, მაგრამ კიდევ ბევრს მინდა გაგაცნოთ, რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე! ამ ბიჭმა რამდენიმე წუთის წინ 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატი მოიგო. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“.

 

შარშან 16 წლის ალექსანდრე წივწივაძემ უნგრეთში გამართულ ნიჩბოსნობის საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. „ოლიმპიური იმედების“ სახელწოდების მქონე შეჯიბრზე წივწივაძემ პირველი ადგილი 500 და 1000-მეტრიან დისტანციაზე დაიკავა და კონკურენტებს სერიოზული უპირატესობით აჯობა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ