დაკავებულები იყვნენ, თორემ აქედან ცოცხალს ვინ გაუშვებდა? ორი წელია, შვილის და შვილიშვილის ტოლა ბავშვზე ძალადობდა მამა-შვილი

მარტვილის ერთ-ერთ სოფელში შოკისმომგვრელი დანაშაული მოხდა. 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით ძალოვნებმა მამა-შვილი დააკავეს და მათ სა­სა­მარ­თლომ უკვე პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს გოგონას ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. შემთხვევის ადგილზე ამ დროს სამართალდამცველები იყვნენ, თუმცა აღშფოთებული ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს. სოფლის მოსახლეობა ბრალდებულების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. დაკავებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. ის საქმის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. ჩვენი

ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა კიდევ ერთი არასრულწლოვნის, 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

 

23 ივნისს პოლიციას გოგონას ოჯახმა მიმართა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა მამა- შვილი, ბ.გ. და ზ.გ. იმავე დღეს დააკავეს. ირკვევა, რომ ძალადობა ბავშვზე რამდენჯერმე მოხდა. ამიტომ 63 წლის ბრალდებულს 8 წლის ბავშვზე ძალადობის ორ ეპიზოდს ედავებიან, ხოლო მის 36 წლის შვილს, ზაალ გ-ს ბრალად ედება გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სამი ეპიზოდი, ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ. ცნობილია ისიც, რომ პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს.


ადგილობრივი ქალბატონი:

- საშინელი ამბავია, წარმოუდგენლად მძიმეა ამაზე საუბარიც კი. მთელი სხეული მიცახცახებს ამას რომ გიყვებით. ისინი ერთმანეთის მეზობლები არიან, ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ფაქტობრივად ამ ბავშვის სახლში ჭამდნენ ეს გარეწრები საჭმელს, რადგან თვითონ ეკონომიკურად უჭირთ. დაკავებულს ამ ბავშვის ტოლი შვილები ჰყავს. ამიტომ ბავშვები ერთმანეთთან ხშირად დადიოდნენ. 63 წლის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლია. მისი შვილი, ზაალი, ადრე ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. 4 შვილი ჰყავს ამ გარეწარს. თითქმის თანატოლები არიან მოძალადის შვილები და მსხვერპლი ბავშვები. წარმოგიდგენიათ ორი წელია თურმე შვილის და შვილიშვილის ტოლა ბავშვზე ძალადობდნენ მამა-შვილი. ვესაუბრე ბავშვის დედას, ბავშვს უთქვამს დედისთვის ეს ამბავი, ემუქრებოდნენ თურმე არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო, შენ მოგკლავთო და შეეშინდა. დედას მაშინათვე პოლიციისთვის უცნობებია, ექსპერტიზა ჩატარდა და დადასტურდა ეს საშინელი ამბავი. დაკავებულები იყვნენ ორივე სოფელმა ეს ამბავი რომ გაიგო, თორემ აქედან ცოცხალს მათ ვინ გაუშვებდა. პოლიცია იცავდა წუხელ მათ სახლს, ოჯახის სხვა წევრები გახიზნულები არიან. დღესაც აქ იყვნენ პოლიციელები, მათ თვალწინ დაიწვა ეს სახლი. ბავშვის მამას წინ ვინ გადაუდგებოდა, კადრებში ერთი მამაკაცი რომ აქტიურობს ძალიან, ის დაკავებულის ძმისშვილია. თავისი ბიძის სახლი თავისი ხელით გადაწვა სხვებთან ერთად. მთელი სოფელი ფეხზე დგას. ის ძმისშვილი დაზარალებული ოჯახის სიძეა, კაცი გაგიჟებული იყო. ახლა გავიგე, რომ დაკავებული ზაალი თურმე მეორე დაზეც ძალადობდა. ასეთ ადამიანს რად უნდა სასამართლო, ისინი უნდა მიეცათ სოფლისთვის და სოფელი გამოუტანდა განაჩენს. ახლა სოფლის ბიჭებმა მითხრეს, პოლიციელებს უთქვამთ, აღიარეს დანაშაულიო. თურმე ბავშვისთვის გადაუბრალებია ერთ-ერთს ეს სისაძაგლე. უთქვამს, ბავშვმა მითხრა, ტელევიზორში ვუყურებდი ასეთ რამესო. იმ დეტალების გამეორებაც წარმოუდგენელია, რაც დღეს მოვისმინე ბავშვის ოჯახის წევრებისგან.


ოჯახის ახლობელი:

- მეორე კლასშია ბავშვი და ახლა გავიგეთ რომ მასზე 2 წელია თურმე ძალადობდნენ. როგორც მამა, ისევე შვილი აშინებდნენ ბავშვს. შვილს დანა ამოუღია და დამუქრებია, თუ რამეს იტყვი, მოგკლავო. თუ რამე სიბინძურე შეიძლება მოხდეს და გაუკეთო ადამიანს, ყველაფერს უკეთებდნენ ბავშვს. ყველგან ძალადობდნენ, სადაც მარტო ნახავდნენ. ბოლო ფაქტი 21 ივნისს მოხდა. ისეთ რაღაცეებს ყვება, რასაც ბავშვი ვერ მოიგონებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 


წყარო: kvirispalitra.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019