დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

“საბამ” გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს - თეონა დოლენჯაშვილი 28.06.2021 22:47

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეტებს და ამბობს, რომ ლიტერატურული პრემია ,,საბა" ტენდენციური და მიკერძოებული გახდა:


ძალიან გული მწყდება, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ლიტერატურული პრემია ,,საბა"ს! პრემიას , რომლის ორგზის ლაურეატი ვარ და რომელიც უკვე მესამედ ჩემი პოლიტიკური თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს. “საბას”, რომელმაც გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს და დაივიწყა ის, რისთვისაც შეიქმნა. ამ პრემიის სათავეებთან იყვნენ დათო ტურაშვილი Dato Turashvili, Lasha Bugadze და Rati Amaglobeli, რომელიც შექმნა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დღეს ასევე ოპოზიციაშია და სდევნიან. დრო და ისტორია თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს . მწერლები პრემიებისთვის არ წერენ, მაგრამ პრემია რომელიც მწერლებისთვის შეიქმნა, მწერლებისთვის აღარაა და სისტემური უსამართლობის პროცესად და სახედ იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უსამართლო სასამართლო სისტემის მიერ წარმოქმნილ მონსტრ მოსამართლეებს ვერ მოვთხოვთ პასუხს, რადგან დამნაშავე სისტემაა, მაინც მტკიცედ მოვითხოვ ჟიურის წევრებმა (კონკრეტულად იმ სამმა ადამიანმა, რომელზეც მთელი წლის ლიტარატურული მოსავალი ჰკიდია) აიღონ პასუხისმგებლობა და დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები!

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ