დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე გარდამავალი ჯილდოს მფლობელი კომპანიები გამოვლინდნენ 01.07.2021 14:01

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ XXI ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები.

 

წელს გარდამავალი ჯილდოები შემდეგ კომპანიებს გადაეცათ:

 

უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში - "სოკარ ენერჯი ჯორჯია" - მაირ მამედოვს გარდამავალ ჯილდოდ "ზარაფხანას" მიერ დამზადებული ხელნაკეთი ლომი გადაეცა. 

 

ბოლნური მეღვინეობის მხარდაჭერისთვის - კომპანია "არემჯი"- ირაკლი შატაკიშვილს ჯილდოდ "ზარაფხანას" მიერ დამზადებული „ჯარისკაცის მამა“ გადაეცა.

 

#StopCov ფონდში შეტანილი წვლილისთვის - CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის) ჯილდო - "კავკასიის ავტო იმპორტს"- გიორგი სურგულაძეს გადაეცა.

 

წლის საუკეთესო ექსპორტიორი კი "ჯეორჯიან პროდაქტს"- დავით ბარდაველიძე გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი, კომპანია არემჯი გახდა.


კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარი“ დასახელდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ