დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს 01.07.2021 15:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული გოგი წულაია 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს წარუდგინეს ახალი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც სასამართლომ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

 

„სასამართლოში დაყენებულიყო შუამდგომლობა და წარედგინა მტკიცებულებები მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გაცემული იყო ციხის საექიმო პერსონალის მიერ. მითითებული იყო, რომ თუ ის ამ რეჟიმში დარჩებოდა, შესაძლოა, დამდგარიყო გაუთვალისწინებელი შედეგი. სასამართლომ  გაითვალისწინა ეს გარემოება და პატიმრობა 6000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ