დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს - ირაკლი ნადარეიშვილი 01.07.2021 16:48

„ისეთი ღონისძიება, როგორიც არის  ბიზნეს რეიტინგის  დაჯილდოება, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს იმ ეკონომიკური დოვლათისთვის, რომელსაც ქმნის, სამუშაო ადგილებისთვის, გადასახადებისთვის და ზოგადად, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური კონტრიბუციისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „ჯორჯიან თაიმსის"  XXI  ბიზნესრეიტინგის საზეიმო დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი შეფასებით, ასეთი ღონისძიება, ერთი მხრივ, იძლევა საშუალებას, გამოვავლინოთ საუკეთესო კომპანიები ქართულ ბიზნესში, ხოლო მეორე მხრივ, ახალ, დამწყებ, პერსპექტიულ კომპანიებს აძლევს სტიმულს, რომ სწრაფად განვითარდნენ და დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი ბიზნესგარემოში.

 

„როდესაც ვსაუბრობთ კომპანიების 2020 წლის საქმიანობის შეფასება-დაჯილდოებაზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ურთულესი წელი არამხოლოდ ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, არამედ გლობალურად, ბევრი მიმართულებით, თუმცა, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი ვიმუშავეთ  2020 წლის განმავლობაში და დღესაც, საქართველოს მთავრობა და ბიზნესი ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის შედეგები რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა და აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის პირველი ნიშნები უკვე არის, პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ 2021 წელი იქნება გარდამტეხი პანდემიური ეკონომიკური კრიზისის გადალახვის თვალსაზრისით.

 

„ჯორჯიან თაიმსის"  ბიზნეს რეიტინგის ტრადიციული, ყოველწლიური  საზეიმო დაჯილდოება, რომელიც ქვეყანაში ოცდამეერთედ ჩატარდა, წლის საუკეთესო კომპანიებს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ავლენს, მათ შორისაა მეწარმეთა ინტერესების დაცვა, ქველმოქმედება/მეცენატობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, ინოვაციური პროექტები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიები და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ