დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა 06.07.2021 23:54

ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა. დიანა ჯიშიაშვილი, რაპირით ფარიკაობაში, ფინალში, იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 8:15 დამარცხდა და შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 ივლისს ჯიშიაშვილმა C კატეგორიაში, დაშნით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გუნდურ შეჯიბრებაში, ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს. ფინალში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს (45:44) და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. საქართველოს ნაკრებს წვრთნიან მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე (მთავარ მწვრთნელი). 7 ივლისიდან, საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 7 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ