დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სადაც ნატო და ამერიკაა, იქ ლგბტ იქნება - რუსი ტელეწამყვანის შეგონება ქართველებს 07.07.2021 00:07

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ავრცელებს ნაწყვეტს რუსეთის პირველი არხის გადაცემიდან „время покажет“, რომელიც მთლიანად საქართველოში შექმნილ სიტუაციას მიეძღვნა. ამირან სალუქვაძე წერს: 

მოუსმინეთ აბა, სულ 3 წუთია. საქართველოს მიუძღვნეს გადაცემა. მთავარ სათქმელს ბოლოში ამბობს: "სადაც ნატო და ამერიკაა, იქ ლგბტ იქნებაო." ამ ყველაფრის შესახებ ხომ წინმსწრებად დავწერე? აი ამათ აწყობთ პრაიდის პროვოკაციულად ჩატარება და ამათ მოიგეს მხოლოდ. სხვამ ყველამ წააგო. მთავარი მიზნების შესახებ, რაც პროვოკატორებს, ზოგადად მაქარაშვილს და მის უკან მდგომთ ამოძრავებდათ, წინა პოსტში მიწერია.
რაც შეეხება მათ, ვინც გუშინ ჟურნალისტებს და სხვა პირებს სცემა, ვისი საქმე გააკეთეს? გააკეთეს პრაიდს ამოფარებული ძალების საქმე. ჩხუბით კი არ უნდა დაიცვა, თუ დაცვას აპირებ, არამედ პოზიციის დაფიქსირებით. როცა პატრიარქმა გამოაცხადა, რომ 1 საათზე პარაკლისი უნდა ჩატარებულიყო, ვის აწყობდა ეს ძალადობა, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე? აწყობდა ეკლესიას? არა. მოიგო ამით ქვეყანამ? არა.
კიდევ ერთი, მადლობა ჩვენს პოლიციელებს, რომელთა თმენაზე და ფიზიკურ შრომაზე გადაიარა ამ დღეებმა!

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ