დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

"იაფფასიანი რუსული "ტრიუკი" გამოგვიგდეს" - სააკაშვილი თალაკვაძეზე 09.07.2021 21:22

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

 

ექსპრეზიდენტი აღნიშნული პოსტით არჩილ თალაკვაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლიც თანახმადაც, - "მედია შეწუხებულია იმით, რომ პარლამენტის წინ ჯვარი დგას და არ იყო შეწუხებული, მაშინ როცა იქ "თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა".


 

 

"პასუხი იმაზე თუ ვინ გამოაგზავნა ორკები პარლამენტის წინ. ფაქტია რომ სუსი მანიპულირებდა როგორც ლგბტ აქტივისტების ნაწილს ასევე ამ ორკებს და ორივე იყო ერთი და იგივე სცენარის ნაწილი - სიმართლე უნდა იყოს ღიად ნათქვამი რომ იაფფასიანი რუსული "ტრიუკი" გამოგვიგდეს," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ დღეს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის - "თუ რას აპირებს ხელისუფლება მოძალადეების მიერ აღმართულ ჯვარზე პარლამენტის წინ," განაცხადა, რომ "მედია შეწუხებულია იმით, რომ პარლამენტის წინ ჯვარი დგას და არ იყო შეწუხებული, მაშინ როცა იქ "თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა".

 

 

 

"იძაბებით ჯვრის დანახვაზე? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა," - განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ