"როგორც სანდო წყაროები ირწმუნებიან, ქუჩის მოძალადე აქტივისტებს და მათთან მიტმასნებულ მღვდლებს გადაწყვეტილი აქვთ სხვადასხვა დაწესებულების წინ ჯვრის აღმართვა," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წერვი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
გოცირიძე ამავე პოსტში ამბობს, რომ ჯვრის დადგმა თბილისის ზღვის ფსკერზეცა გათვალისწინებული, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამოტივით აპირებენ ამას.
"როგორც სანდო წყაროები ირწმუნებიან, ქუჩის მოძალადე აქტივისტებს და მათთან მიტმასნებულ მღვდლებს გადაწყვეტილი აქვთ სხვადასხვა დაწესებულების წინ ჯვრის აღმართვა. ერთ-ერთი, პარლამენტის კიბეებზე უნებართვოდ დამონტაჟებული რკინის ჯვრის მსგავსი კონსტრუქცია დაიდგმება ოპერისა და ბალეტის თეატრის შესასვლეში. ვინაიდან თეატრში გოგოები ზედმეტად მოკლე კაბებით, ხოლო ბიჭები შემოტმასნილი რეიტუზებით ცეკვავენ, ჯვარმა დადებითად უნდა იმოქმედოს რეპერტუარზე და ხელი შეუწყოს არაგამომწვევად ჩაცმული და ეროვნული სულისკვეთების სპექტაკლების დადგმას. შემდგომი ჯვრის დადგმა გათვალისწინებულია თბილისის ზღვის ფსკერზე. მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. რას არ მოესწრები კაცი" - წერს რომან გოცირიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge