სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსლში "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის "ფეისბუქ" პოსტს ეხმიანება.
როგორც ექსპერტი წერს, ნაცვლისშვილის განცხადებაში ის ლოგიკას ვერ ხედავს და ამბობს, რომ - "თუ ყოფილ ნიჭიერ, კვალიფიციურ და ყოველმხრივ დადებით, საერთო მეგობრებით დაკავშირებულ ადამიანს არ ენდობი, აბა ვის მიმართ უნდა გქონდეთ ნდობა?"
"ლელოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის პოსტი წავიკითხე.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატზე, სანტურიანზე და კალანდარიშვილზე წერს, რომ ორთავეს კარგად იცნობს, ორთავესთან სამსახურეობრივი კვეთა ჰქონდა, ორთავესთან აკავშირებს ბევრი საერთო მეგობარი, ორთავე ნიჭიერია, ორთავეს შესახებ შეუძლია ბევრი კომპლიმენტი თქვას, მაგრამ...
საოცრება... მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტივისა, ორთავეს არ ენდობა. მეგობრობა მეგობრობააო, მაგრამ საჯარო პირი ვარო.
წავიკითხე კომენტარებიც. უამრავი ადამიანი ორთავე პირს დადებითად ახასიათებს.
თუ ყოფილ ნიჭიერ, კვალიფიციურ და ყოველმხრივ დადებით, საერთო მეგობრებით დაკავშირებულ ადამიანს არ ენდობი, აბა ვის მიმართ უნდა გქონდეთ ნდობა?
ე.ი. თუ ფანჩატურში შეგკრიბავთ ექს-პრეზიდენტი და გვარს გამოგიცხადებთ, მხოლოდ მას ენდობით? რა კრიტერიუმით?
აიღო და ორთავე ადამიანს მიაწება იარლიყი. ესენი არიან თანამედროვე საქართველოს და ევროპული ღირებულებების მქონე პოლიტიკისები?
იარლიყების მიწებებაში ლელოს პარტნიორი ნაცმოძრაობის სტილი დაცულია. სსრკ-ს დროს რომ მოსწრებიდნენ, "ტროიკებში" ვიხილავდით. თვალის დაუხამხამებლად გამოწერდნენ განაჩენებს, ზოგს დახვრეტა, ზოგს გადასახლება.
მაინც რა ლოგიკაა, ვიცნობ, ვმეგობრობ, ნიჭიერია, პატიოსანია, პროფესიონალია, მაგრამ არ ვენდობი.
თქვენ ნდობის რამდენ პროცენტიანი ხარისხი გაქვთ? ყველამ ერთად, მილიონების წყალობით, ძლივს გადაახტით 3%-ს. სამაგიეროდ სტიგმების მიწებების უფლებას აძლევთ თავს," - წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისთვის, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატზე, სანტურიანზე და კალანდარიშვილზე წერს. როგორც ნაცვლიშვილი თავისივე პოსტში აღნიშნავს ორივე კანდიდატთან ორთავესთან სამსახურეობრივი კვეთა ჰქონდა და მათთან ბევრი საერთო მეგობარი აკავშირებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი: ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტისთვის წარდგენილ ორივე კანდიდატს ვიცნობ პირადად. ორივე ჩემი თანაქალაქელია. გიორგი კალანდარიშვილი არის ჩემი სკოლელი და ბევრი ნაცნობ-მეგობრით ვართ დაკავშირებულები, ბოლო წლებში პროფესიულადაც გადავიკვეთეთ რამდენჯერმე, სულ დადებით კონტექსტში. გიორგი სანტურიანი იყო საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ჩემი საიას თავმჯდომარეობის დროს. ბევრი ადამიანური და პროფესიული კომპლიმენტი შემიძლია ვთქვა მისი მისამართით. ამ ახლობლობის და კავშირების მიუხედავად, მე ვერცერთ მათგანს ვერ დავუჭერ მხარს ამ თანამდებობაზე. ცესკოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა იყოს ძალიან მაღალი ნდობის მქონე საზოგადოების ფართო წრეებსა და პოლიტიკურ სპექტრში. ამას რეპუტაციაშელახული სისტემის შიგნიდან გამოსული კადრი, ფაქტობრივად, გამორიცხავს. მეგობრობა ადამიანის პირადი საკითხია. საჯარო გადაწყვეტილებების მიღების დროს, მე საჯარო პირი ვარ და საჯარო ვალდებულებები მაკისრია. ცესკოს სჭირდება ნდობა!" - წერს ნაცვლიშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge