დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

რაც უფრო მეტი აცრილი იქნება, უფრო თავისუფლად ვიცხოვრებთ - ანგელა მერკელი 13.07.2021 17:36

არავინ არის დაცული მარტო. რაც უფრო მეტი აცრილი იქნება, მით უფრო თავისუფლად ვიქნებით და უფრო თავისუფლად ვიცხოვრებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ახალი ვარიანტების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა, 12-დან 59 წლამდე ასაკის მოქალაქეების 85% -ისა და 60 წელს ზემო ასაკის პირების 90% -ის ვაქცინაცია.

 

ამასთან, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ აცრის გაკეთება გერმანიაში სავალდებულო არ გახდება.

 

„ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება“, - აღნიშნა კანცლერმა და დასძინა, რომ ამან შეიძლება, პროცესის მიმართ ხალხის ნდობა შეარყიოს.

 

ცნობისათვის, გერმანიაში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 43%.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ