დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ზაზა გახელაძე თავისუფალია 14.07.2021 17:40

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის  ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.

 

"გაათავისუფლეს იგი თავისუფლების აღკვეთით შემდგომი სასჯელისაგან", - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

 

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

 

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს მისწერა წერილი და ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხში დახმარება სთხოვა

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ