პრეცედენტების აჩრდილი - გიორგი ცუცქირიძის ბლოგი

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ გიორგი ცუცქირიძის ბლოგს:

 

პრეცედენტები პოლიტიკაში არაერთი ყოფილა, ამის მაგალითად თუნდაც 1938 წლის სექტემბერი გამოდგება, როდესაც ნაცისტების შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ჩეხეთის საზღვრისპირა რეგიონები, რომლებიც ძირითადად ეთნიკური გერმანელებით იყო დასახლებული, მაშინ ჰიტლერმა თქვა, რომ ეს ანექსია არის „უკანასკნელი ტერიტორიული მოთხოვნა", ევროპაში. თუმცა მალევე, ერთი წლის თავზე ამას ჩეხეთის სრული ოკუპაცია, პოლონეთში შეჭრა და მეორე მსოფლიო ომი მოყვა, ეს ისე შესავლისთვის..

 

მართალია, შეიძლება მკაცრია და მიუღებელიც, აშშ ის და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებული ლამის იმპერატიული

 

მოთხოვნა LGBT მოძრაობების

 

უფლებების დაცვაზე, რასაც დაემატა სასამართლოს რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნის მიზანშეწონილობა, მოძალადეების დასჯის კანონიერ მოთხოვნასთან ერთად, მაგრამ ვფიქრობ ეს არის ტესტი ხელისუფლებისადმი, და პირველ რიგში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამოძიების სწრაფად საწარმოებლად.

 

შესაძლებელია თუ არა 1991 წლის ან თუნდაც 2003 წლის ანალოგის განმეორება? ჩვენ ხომ ისედაც ვხედავთ რევანშის წყურვილით აღტკინებულ ნაციონალებთან აფილირებულ ოპოფლანგს საბოტაჟის და დესტაბილიზაციის ნიშნებით?

 

გამსახურდიას დამხობამდე და სამხედრო გადატრიალებამდე, კრემლის მთავარი ამოცანა იყო, მისი როგორც ადამიანთა უფლებების დამცველის და ჰელსინკის ჯგუფის წევრის დისკრედიტაცია. ამავდროულად, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებისათვის დაიწყო მასიური კამპანია ზვიადის ნაციონალისტობაზე და ეროვნული უმცირესობების შევიწროებაზე, რაც მთლიანად ჯდებოდა ელენე ბონერის საქართველოს მცირე იმპერიად მონათვლის ცილისმწამებლურ კონტექსტში. ნიშანდობლივია, რომ ამ პროპაგანდის ფერხულში არა კომუნისტური პარტია, არამედ ეროვნულები და გამსახურდიას ყოფილი თანამოაზრეები იყვნენ გამოყენებული. გავიხსენოთ პრაღის ცნობილი 24 რეზოლუცია გია ჭანტურიას აქტიური მონაწილეობით.

 

დღესაც სტრატეგიული ამოცანა იგივეა, ოცნების დისკრედიტაცია, პრაქტიკულად იგივე ინსტრუმენტებით-უმცირესობებზე ძალადობის ბრალდებით. მაქსიმალურად გააფუჭონ ხელისუფლების ურთიერთობა დასავლეთთან, წარმოაჩინონ ის პოლიტიკურ ჰომოფობად და რუსეთის მოკავშირედ, და ეს არის მთავარი ხაზი, რის შემდეგაც ადვილად მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება.

 

დღეს 1991 წელთან ანალოგის მოყვანა, ერთი შეხედვით არარელევანტურია, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ყავს საკუთარი ჯარი და სპეც სამსახურები, ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში შეუქცევად ხასიათს ატარებს, რუსეთის საელჩო საერთოდ აღარ არის ქვეყანაში. ერთი შეხედვით ანალოგიც ძნელად წარმოსადგენია, თუმცა პრეცედენტი ერთი ერთში არსად არ მეორდება და არც სამხედრო გადატრიალება იქნება და არც რუსული ინტერვენცია. ხელისუფლების ცვლილების სხვა ბერკეტებიც არსებობს და არაერთი.

 

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას და გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის პერიოდში, შევის აქ დაბრუნება ბევრს არარეალურად და სულაც ფანტასტიკის სფეროდ მიაჩნდა, განსაკუთრებით 9 აპრილს განვითარებული მოვლენებთან მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირის გამო.. შევი დაბრუნდა.

 

ისევე როგორც შევარდნაძე სსრკ საგარეო მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ბევრს არასწორედ პენსიონერად მიაჩნდა, არადა რეალურ პოლიტიკაში რჩებოდა, ანალოგიურად სააკაშვილიც დღემდე რჩება აქტიურ პოლიტიკაში, და არა თუ რჩება ფაქტიურად ის ადგენს და მართავს ოპოზიციის დღის წესრიგსაც მთლიანად.

 

არც შევისდროინდელი პარტნომენკლატურა წასულა სადმე, პირიქით დღევანდელ ბიზნეს ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი ან მათი მემკვიდრეები წარმოადგენენ. და არა თუ წარმოადგენენ არამედ მათი ნაწილი ოპოზიციაშია ან ოპოზიციას აფინანსებს.

 

ოპოზიცია კი უკვე აანონსებს აქციებს სახელისუფლებო ინსტიტუციების პიკეტირებით და არის შანსი, რომ ოქტომბრის მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები საერთოდ ჩაიშალოს.

 

არჩევანი ხელისუფლებაზეა, არც მოსამართლეთა დანიშვნის გადადებაა დილემა და არც 5-6 ივლისის მოვლენების სწრაფი და ობიექტური გამოძიება და ამ ძალადობის ორგანიზატორთა პასუხისგება.

 

საქართველო კი დგას მორიგ გზაგასაყარზე. ევროატლანტიკური კურსი, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, და დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრაცია, საერთო ეროვნულ კონსენსუსს მოითხოვს, მთელ რიგ კულტუროლოგიურ ასპექტებზე და უმცირესობების უფლებების აღიარებაზე, მათ შორის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019